კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"აუცილებელი გახდა, რომ საზოგადოებას თავისი თვალით ენახა ის,...

“აუცილებელი გახდა, რომ საზოგადოებას თავისი თვალით ენახა ის, რაც არის რეალობა და სინამდვილე” – მიხეილ სარჯველაძე ოთარ ფარცხალაძის გამოკითხვაზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს ოთარ ფარცხალაძის სუს-ში გამოკითვაზე მისვლის კადრების გასაჯაროვებასა და ოპოზიციის დაინტერესებაზე ყოფილი მთავარი პროკურორის საქმესთან დაკავშირებით:

,,რეალურად აუცილებელი გახდა, რომ საზოგადოებას თავისი თვალით ენახა ის, რაც არის რეალობა და სინამდვილე.

უბრალოდ, რა არის იცით – მე მეჩვენება, რომ ხანდახან მაინც უნდა დავსვათ საკითხი ამგვარად, რომ ოპოზიცია როდესაც ახდენს მცდარი ფაქტების ტირაჟირებას, არასწორი ფაქტების შესახებ როდესაც საუბრობს დამაჯერებლად – ვითომც სინამდვილეზე და მერე, რომ აღმოჩნდება ხოლმე ეს მტკნარი ტყუილი, აი ამაზე, ალბათ, ბუნებრივია, საზოგადოებას რეაგირება უნდა ჰქონდეს.

რეაგირებაში ვგულისხმობ იმას, რომ ეს პირდაპირპროპორციულად უნდა აკნინებდეს, რა თქმა უნდა, იმ ოპოზიციონერთა განცხადებების დამაჯერებლობას, რომლებიც შემჩნეულები იქნებიან ასეთი გარემოებების, სინამდვილესთან შეუსაბამო ფაქტების ტირაჟირებაში’’, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ევროკავშირი კი არა, თქვენი ანტიქართული ქმედებებია ამ პროტესტების ორგანიზატორი!” – პაატა მანჯგალაძე პაპუაშვილს

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა...

“სამწუხაროდ ლელომ კოლეგებთან სასაუბროდ შავზე – თეთრის ლაპარაკის სტრატეგია აირჩია” – თენგო თევზაძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, თენგო თევზაძე კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს იმასთან...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ დააკნინოს საქართველოში პოლიცია” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე, ქვეყანაში პოლიციის, ძალოვანი სტრუქტურების როლს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...