სამშაბათი, მაისი 7, 2024

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 21-23 ოქტომბრის პერიოდისთვის

20 ოქტომბერს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 21 ოქტომბრიდან 3 დღის განმავლობაში.

2 კვირის წინ ლარის რამდენიმედღიანი დინამიური ვარდნა, გასულ კვირაში დასტაბილურებისკენ წავიდა, რაც აშშ დოლართან მიმართებაშიც აისახა. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

17 ოქტომბერი – 2.7502;
18 ოქტომბერი – 2.6953;
19 ოქტომბერი – 2.7036;
20 ოქტომბერი – 2.7291.

ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზე მცირედით გაუფასურდა 0.0028 ლარით და 1 აშშ დოლარი 21 ოქტომბრიდან 3 დღის განმავლობაში ეღირება 6.7319 ლარი.

გასულ კვირაში ევროც დასტაბილურდა, თუმცა გაუფასურების ნიშნებით. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

17 ოქტომბერი – 2.8418;
18 ოქტომბერი – 2.8402;
19 ოქტომბერი – 2.8422;
20 ოქტომბერი – 2.8445.

ბოლო ვაჭრობაზე ლარი ევროსთან მიმართებაში უკვე საგრძნობლად გაუფასურდა, 0.0095 ლარით და 21 ოქტომბრიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.8540 ლარი.

სხვა ვალუტებთან მიმართებაშიც მეტნაკლებად დასტაბილურდა ლარი, თუმცა ბოლო ვაჭრობაზე უმრავლეს ვალუტასთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა და ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით):

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.2689 ლარი (გაუფასურდა 0.0027 ლარით)
1 თურქული ლირა – 0.0962 ლარი (გამყარდა 0.0001 ლარით)
10 უკრაინული გრივნა – 0.7379 (გაუფასურდა 0.0016 ლარით)
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5876 ლარი (გაუფასურდა 0.0031 ლარით)
1000 სომხური დრამი – 6.7319 ლარი (გაუფასურდა 0.0028 ლარით)
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.0236 ლარი (გაუფასურდა 0.0210 ლარით)
10 ჩინური იუანი – 3.6849 ლარი (გამყარდა 0.0002 ლარით)
100 ინდური რუპია – 3.2433 ლარი (გაუფასურდა 0.0045 ლარით)
10 ისრაელის შეკელი – 6.6425 ლარი (გამყარდა 0.0523 ლარით)
100 იაპონური იენი – 1.7979 ლარი (გამყარდა 0.0018 ლარით)

ოქტომბრის დასაწყისიდან რუსულ რუბლთან მიმართებაში დაფიქსირებული გამყარების დინამიკა, გასულ კვირაში, ლარის გაუფასურებით შეიცვალა, რაც შემდეგ დასტაბილურდა. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

17 ოქტომბერი – 2.7707;
18 ოქტომბერი – 2.7659;
19 ოქტომბერი – 2.7647;
20 ოქტომბერი – 2.7692.

ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზე უკვე საგრძნობლად გაუფასურდა, 0.0434 ლარით 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, 21 ოქტომბრიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 2.8126 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული