spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიAlde-მ, საქართველოს შესახებ, ნიდერლანდების, გერმანიის და საქართველოს მიერ...

Alde-მ, საქართველოს შესახებ, ნიდერლანდების, გერმანიის და საქართველოს მიერ ინიცირებული ახალი საგანგებო რეზოლუცია მიიღო

21 ოქტომბერს, ბუქარესტში მიმდინარე ALDE-ს პარტიების საბჭოზე მიღებულ იქნა საგანგებო რეზოლუცია საქართველოს შესახებ. ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა, რეზოლუციის ინიციატორია სამი ქვეყანა: საქართველო, ნიდერლანდები და გერმანია.

ალდე მკაფიოდ აღნიშნავს, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭიროა 12 რეკომენდაციის შესრულება.

რეზოლუცია მკაცრად გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების დარღვევას, დაგმობილია შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში შეტანილი ანტიდემოკრატიული ცვლილებები, ასევე ქართული ოცნების ანტიდასავლური, ანტიამერიკული და ანტიუკრაინული პროპაგანდა და რიტორიკა.

ალდე შეშფოთებას გამოთქვამს, რომ საქართველოს მთავრობა უარს აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამკურნალო მიზნებით სხვა ქვეყანაში გადაყვანაზე, მიუხედავად იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უმჯობესდება

ალდე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“:

● სასწრაფოდ განახორციელონ საჭირო რეფორმები ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 რეკომენდაციის შესასრულებლად;

● დაიცვან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციები;

● სრულად დაიცვან ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების გადაწყვეტილებები და დეკლარაციები;

● დაიწყონ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამკურნალო მიზნებით ქვეყნიდან გაყვანის პროცედურა;

● გააუქმონ შეკრებებისა და დემონსტრაციების შესახებ კანონში შეტანილი ანტიდემოკრატიული ცვლილებები;

● შეწყვიტონ ძალადობა ოპოზიციის ლიდერებისა და აქტივისტების მიმართ;

● შეწყვიტონ მიმდინარე ანტიდასავლური და ანტიუკრაინული პროპაგანდა.

სამ ქვეყანასთან წინასწარ შეთანხმებული და კოორდინირებული რეზოლუცია, ალდეს პარტიების საბჭოს სხდომაზე სერგო ჩიხლაძემ წარადგინა.

ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც 3 ქვეყანა არის რეზოლუციის ინიციატორი და წარმდგენი, რაც ამტკიცებს იმას, რომ ჩვენი პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანია საქართველო, რეზოლუცია ერთხმად მხარს უჭერს ქართველი ხალხის ნებას გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს არის ფაქტობრივად, ბოლო შეხსენება და მოწოდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინ და ეს არის ბოლო მაღალი რანგის რეზოლუცია, რომელიც ეხება საქართველოს, ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებამდე.

ჩვენი მეგობრებისთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებების შესაბამისობა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან ისტორიულ მინიმუმზე 31%-ზეა დასული, რაც რა თქმა უნდა არ უწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ვახო სანაია: “ჩვენ ბევრნი და ძლიერები ვართ და დავლეწავთ ამ ბოროტებას❤️”

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოზიცია-მოწოდებას აქვეყნებს და...

“ვისაც გაინტერესებთ, მე და თიკა ახლო მეგობრებად ვრჩებით…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის განსაკუთრებით პოზიტიური პოზიცია-შეფასებები თინა ბოკუჩავასთან დაკავშირებით, კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

“ვისაც უფრო მეტი სიზუსტე გაინტერესებთ, თუ რა ხდება ყირიმის ხიდებთან დაკავშირები, ამ რუკას შეგიძლიათ...

ყირიმის ნახვარკუნძულთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე, ვიზუალური გამოსახულების თანხლებით, განმარტებებს...

“რა მოხდა და რატომ შეცვალეს პირველი ჩვენება, მართალი გითხრათ არ ვიცი, მაგრამ წმინდა თეორიულადაც...

პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე, შემდგომ მმართველი პარტიის პოზიციებს სიტუაციის განვითარებასთან...

მიხეილ სააკაშვილი: “ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის...