კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ამ შოუში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ" - ირაკლი...

“ამ შოუში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ” – ირაკლი ზარქუა პრეზიდენტის კონკრეტულ მოთხოვნებთან დაკავშირებით

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს პრეზიდენტის მიერ პარლამენტისათვის გაკეთებულ კონკრეტულ მოთხოვნებთან დაკავშირებით:

,,2 დღეა გვევაჭრება, ჯერ 21 კაციანი სტაფის სია გადმოაგზავნა, შემდეგ დიპლომატებიც უნდოდა მოეწვია, მეზობლები, მეგობრები. კაცო, ვერ გაიაზრა, რომ ეს არის პარლამენტი, ეს არ არის პრეზიდენტის სასახლე. იქ შეუძლია, ვინც უნდა ის მოიწვიოს. ჩვენ შეგვეძლო არ მოგვეწვია, ჩვენ უბრალოდ კეთილი ნება გამოვხატეთ და ვთქვით, რომ თუ მას აქვს სურვილი, კი ბატონო, დაესწროს.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარმომადგენლები რომ გაუშვა – თუ ასე უნდოდა, რომ სიტყვით გამოსულიყო, თავი დაეცვა და აეხსნა, იქ (საკონსტიტუციო სასამართლოში) მიბრძანებულიყო, საქართველოში იმყოფებოდა. ის არ იკადრა და პარლამენტში უნდა ადვოკატებით მოვიდეს, კაცო?!

ამ შოუში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ!“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას კიდევ ერთ დამატებით ველზე” – “ლელო – ძლიერი საქართველო”

"ლელო - ძლიერი საქართველო" საგანგებო ბრიფინგზე საზოგადოებას აცნობებს პოლიტიკური...

“ქულების დაწერა თუ გინდათ, საყოველთაო პოლიტიკური ამნისტია გამოაცხადეთ, სინდისის პატიმრები გამოუშვით‼️‼️‼️” – ელისო კილაძე

მიხეილ ყაველაშვილის მიერ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ გაკეთებულ...

“სინამდვილეში პუტინს და ივანიშვილს გეოპოლიტიკური კატასტროფა დაემართათ” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალურ დირექტორს, ნინო ჯანგირაშვილს მიაჩნია, რომ პუტინის...

“ლელოს” გადაწყვეტილება არის წინააღმდეგობის მოძრაობის ღალატი” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...