ოთხშაბათი, ივლისი 2, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდანაშაული და სასჯელისპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ამოქმედებიდან დღემდე, დანაშაულში 139 პირი...

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ამოქმედებიდან დღემდე, დანაშაულში 139 პირი ამხილა

სპეციალური საგამოძიებო სამსახური გაზრდილი უფლებამოსილებით, 2022 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა. სამსახური საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი ძალადობის, წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გარდა, მოქალაქეთა პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის, ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ სხვა დანაშაულებსაც იძიებს.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე საქმეებზე, ამოქმედებიდან დღემდე, პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო და დანაშაულში მხილებულია 139 პირი.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მხილებული 139 პირიდან, 62 – სამართალდამცავია, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არასათანადო მოპყრობისა და ძალადობისთვის დადგა. 65 პირი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში იქნა მხილებული, 12 პირი კი ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახური, მის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე, დაზარალებულების და განმცხადებლების უშუალო ჩართულობითა და მონაწილეობით გამოძიებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.

ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“აი, სად არის აღშფოთებულ-შეშფოთებულ ევროთვალთმაქცების ძაღლის თავი დამარხული…” – ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” დამფუძნებელი წევრი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანი ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“ეს ობერ-ქოც-ხროვა არ იყო რომ გაჰკიოდა, სანქციები ჩვენი ჯილდოაო?🧐” – დავით ქაცარავა

სანქციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის დამოკიდებულებას ირონიანარევი პოზიცია-მინიშნებებით აფასებს “ანტისაოკუპაციო...

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“პარლამენტში არ შევალთ, – არალეგიტიმურიაო. რუსთავის ციხე ხომ არის ლეგიტიმური?!😉” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, ბონდო მძინარაშვილის ირონიული...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...