ხუთშაბათი, მაისი 29, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიანალიტიკა"ზოგადად, სწრაფად იზრდება მსხვერპლი ორივე მხარეს" - ზურაბ...

“ზოგადად, სწრაფად იზრდება მსხვერპლი ორივე მხარეს” – ზურაბ ბატიაშვილის 14 ოქტომბრის ინფორმაცია – “რა ხდება ისრაელ-პალესტინის ომში ამ მომენტისთვის?”

რონდელის ფონდის მკვლევარი, აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ზურაბ ბატიაშვილი ისრაელ-პალესტინის ომთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციებს აქვეყნებს 14 ოქტომბრის მდგომარეობით:

რა ხდება ისრაელ-პალესტინის ომში ამ მომენტისთვის?

– 24 საათიანი ვადის ამოწურვის მიუხედავად ისრაელს ჯერ ისევ არ დაუწყია სახმელეთო ოპერაცია ღაზას სექტორში;

– ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრები მოსახლეობა მიემართება სამხრეთისკენ. ადგილნაცვალ პირთა რაოდენობა ასეულ ათასობითაა;

– “ჰამასი” განაგრძობს ისრაელის, ისრაელი კი ღაზას სექტორის დაბომბვას;

– შეტაკებები ხდება ისრაელ-ლიბანის საზღვარზე ისრაელ სამხედროებსა და “ჰესბოლას” მებრძოლებს შორის;

– ეგვიპტე კვლავ უარს ამბობს გახსნას ღაზასთან დამაკავშირებელი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი;
– “ჰამასის” ხელში კვლავ რჩებიან მძევლად აყვანილი ადამიანები;

– შეტაკებებია მდ. იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე (პალესტინის ტერიტორია, რომელსაც “ფათჰი” აკონტროლებს). აქ მსხვერპლი 44 ადამიანია;

– ზოგადად, სწრაფად იზრდება მსხვერპლი ორივე მხარეს. ისრაელის მხარეს გარდაცვლილია 1 400-ზე მეტი ადამიანი, 3 418 კი დაჭრილია, ღაზას სექტორში – 2 215 (პლიუს ბრძოლებში დახოცილი “ჰამასელები”) და დაჭრილია 8 714 ადამიანი.

განახლებულ ინფორმაციას მომავალშიც შემოგთავაზებთ“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზურაბ ბატიაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“ჩერგო ვერ გაქაჩავს, ვერც სალომე – ნუ შეიქმნით ყალბ მოლოდინებს!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე "წინააღმდეგობის პლატფორმის" მიერ...

“ხელისუფალმა უკვე გადალახა ის ზღვარი, როდესაც მისი მიზანი ფული და ძალაუფლება იყო” – გია...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი, კონკრეტული მინიშნებებით, მძიმე შეფასებებს აკეთებს მმართველ...

“ივანიშვილმა ეს სპექტაკლი, წარმოდგენა ვერ უნდა გამართოს და ამის გარშემო გავერთიანდეთ! საქართველო ივანიშვილის გარეშე!...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის...

“მე პირადად ყველაზე მეტად მომწონს ერთი ბანერი, რომელსაც აწერია ერთადერთი სიტყვა: “ყაველაშვილი!” – დავით...

აქტივისტების მიერ ერთ-ერთ უნივერსიტეტში გამოკრულ ბანერებთან დაკავშირებით საუბრობს პოლიტიკის...