სამშაბათი, აპრილი 16, 2024

კელი დეგნანი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი იქნება

აშშ-ის სენატის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩად კელი დეგნანის დანიშვნას აშშ-ის კონგრესის “ზედა პალატამ” მხარი დაუჭირა. იგი, 2019 წლის 4 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე წარადგინა.

კელი დეგნანს (Kelly Colleen Degnan) მას მიღებული აქვს ჟურნალისტიკის ბაკალავრის ხარისხი ნორსვესტერნის უნივერსიტეტში და სამართლის დოქტორის ხარისხი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში. ამერიკელი დიპლომატი, წლების განმავლობაში, იყო აშშ-ის საზღვაო ძალების ევროპის ხელმძღვანელობის პოლიტიკური მრჩეველი, მსახურობდა იტალიაში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ, სახელმწიფო დეპარტამენტის აღმასრულებელი მდივნის მოადგილედ და კოსოვოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ.

კელი დეგნანი ფლობს იტალიურ, ფრანგულ, თურქულ და ურდუს ენებს.

ამჟამად დარჩენილია რამდენიმე ფორმალური პროცედურები და უახლოეს მომავალში კელი დეგნანი ოფიციალურად შეუდგება მოვალეობის შესრულებას.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული