ხუთშაბათი, მაისი 16, 2024

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 14-16 ოქტომბრის პერიოდისთვის

13 ოქტომბერს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 14 ოქტომბრიდან 3 დღის განმავლობაში.

სექტემბრის შუა პერიოდში ლარის რყევები თანდათან სტაბილურობისკენ წავიდა და რიგ შემთხვევებში გამყარების დინამიკაც გამოიკვეთა, თუმცა გასულ კვირაში დაფიქსირდა ლარის კურსის მკვეთრი ვარდნის დინამიკა, რაც აშშ დოლართან მიმართებაშიც აისახა. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

10 ოქტომბერი – 2.6675;
11 ოქტომბერი – 2.6793;
12 ოქტომბერი – 2.6960;
13 ოქტომბერი – 2.6980.

ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზე უკვე უმნიშვნელოდ გაუფასურდა 0.0004 ლარით და 1 აშშ დოლარი 14 ოქტომბრიდან 3 დღის განმავლობაში ეღირება 2.6984 ლარი.

ოქტომბერი ლარის კურსის დასტაბილურებითა და გამყარებითაც კი დაიწყო, ევროსთან მიმართებაში, თუმცა გაუფასურება მოხდა ბოლო კვირაში. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

10 ოქტომბერი – 2.8078;
11 ოქტომბერი – 2.8393;
12 ოქტომბერი – 2.8586;
13 ოქტომბერი – 2.8653.

ბოლო ვაჭრობაზე კი ლარი ევროსთან მიმართებაში უკვე საგრძნობლად გამყარდა, 0.0260 ლარით და 14 ოქტომბრიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.8393 ლარი.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში არასტაბილური იყო ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტათან მიმართებაში, რაც წინა კვირაში მოხდა შეიცვალა და დაფიქსირდა  საგრძნობი გაუფასურება. თუმცა, ბოლო ვაჭრობაზე უმრავლეს ვალუტასთან მიმართებაში ისევ გამყარდა და ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით):

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.2872 ლარი (გამყარდა 0.0300 ლარით)
1 თურქული ლირა – 0.0971 ლარი (გამყარდა 0.0001 ლარით)
10 უკრაინული გრივნა – 0.7417 (გაუფასურდა 0.0006 ლარით)
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5859 ლარი (გაუფასურდა 0.0002 ლარით)
1000 სომხური დრამი – 6.7183 ლარი (გაუფასურდა 0.0069 ლარით)
1 შვეიცარიული ფრანკი – 2.9731 ლარი (გამყარდა 0.0257 ლარით)
10 ჩინური იუანი – 3.6927 ლარი (გამყარდა 0.0034 ლარით)
100 ინდური რუპია – 3.2408 ლარი (გამყარდა 0.0003 ლარით)
10 ისრაელის შეკელი – 6.7951 ლარი (გამყარდა 0.0189 ლარით)
100 იაპონური იენი – 1.8037 ლარი (გამყარდა 0.0055 ლარით)

ოქტომბრის დასაწყისიდან რუსულ რუბლთან მიმართებაში დაფიქსირებული გამყარების დინამიკა, გასულ კვირაში, ლარის გაუფასურებით შეიცვალა. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

10 ოქტომბერი – 2.6324;
11 ოქტომბერი – 2.6757;
12 ოქტომბერი – 2.6974;
13 ოქტომბერი – 2.7817.

ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზე უკვე გამყარდა, 0.0076 ლარით 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, 14 ოქტომბრიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 2.7741 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული