რონდელის ფონდის მკვლევარი, აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ზურაბ ბატიაშვილი 13 ოქტომბრის მდგომარეობით საყურადღებო ინფორმაციებს აქვეყნებს ისრაელ-პალესტინის ომთან დაკავშირებით:
“რა ხდება ისრაელ-პალესტინის ომში ამ მომენტისთვის?
– ისრაელმა დილით 24 საათიანი ვადა მისცა ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებ მოსახლეობას (დაახლოებით 1,1 მილიონი ადამიანი), რათა მათ დატოვონ ეს ტერიტორია და გადაინაცვლონ რუკაზე წითელი ზოლით ნაჩვენები ტერიტორიის ქვევით;
– როგორც ჩანს, ისრაელი ამ დროის ამოწურვის შემდეგ დაიწყებს ოპერაციას ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში (რუკაზე წითლად მონიშნული ხაზის ზევით);
– “ჰამასი” მოუწოდებს მოსახლეობას, არ დაუჯერონ ისრაელს და არ გადავიდნენ სამხრეთ ნაწილში. “ჰამასისთვის” მნიშვნელოვანია მათი ადგილზე დარჩენა საომარი მოქმედებების დროს;
– ისრაელის მხარდაჭერის მიზნით ამ ქვეყანაში ჩავიდა აშშ-ს თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი;
– აშშ-ს თავდაცვის მდივანი ბლინკენი კი ისრაელის შემდეგ ამანში ჩავიდა და იორდანიის მეფეს შეხვდა;
– ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ამირ აბდოლაჰიანი კი ლიბანში ჩავიდა და “ჰესბოლას” ლიდერს ნასრალას შეხვდა;
– პალესტინის მხარდამჭერი მიტინგები იმართება ირანში, თურქეთში, ლიბანში, ერაყსა და იორდანიაში;
– ასობით ლიბანელი და იორდანელი დემონსტრანტი მოძრაობს ისრაელის მიმართულებით, რომლებიც საზღვრის გადალახვასა და ისრაელში შეღწევას ცდილობენ;
– “ჰამასმა” რაკეტები გაუშვა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით. საპასუხოდ, ისრაელი აგრძელებს ღაზას სექტორის დაბომბვას;
– “ჰამასის” ტყვეობაში ისევ რჩება ათობით მძევალი;
– იზრდება მსხვერპლი ორივე მხარეს. ისრაელში გარდაცვლილია 1 300-ზე მეტი ადამიანი, დაჭრილია 3 400, პალესტინაში – 1 537 (+დაახლოებით 2 500 “ჰამასის” მებრძოლი) და დაჭრილია 6 612 ადამიანი.
განახლებული ინფორმაციას მომავალშიც შემოგთავაზებთ“, – წერს ზურაბ ბატიაშვილის ფეისბუქის პირად გვერდზე.