პარასკევი, მაისი 3, 2024

კომუნიკაციების კომისიამ “ქლაუდ ცხრა” არალეგალური ვებგვერდების კანონდარღვევით მომსახურებისთვის გააფრთხილა

კომუნიკაციების კომისიამ „ქლაუდ ცხრა” მომსახურების კანონდარღვევით გაწევისთვის წერილობით გააფრთხილა. კერძოდ, ComCom-ის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ კომპანია, რომელიც ინტერნეტმომსახურებას სწორედ „ქლაუდ ცხრისგან“ იღებს, ავრცელებს საავტორო უფლებების დამრღვევ ისეთ ვებგვერდებს, როგორებიცაა adjaranet.to, adjaranet.com და imovies.cc.

2023 წლის ივნისში კომუნიკაციების კომისიამ „ქლაუდ ცხრას” მიაწოდა ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ და მისი მომსახურების მეშვეობით ვებგვერდების გავრცელების აღსაკვეთად ვადა განუსაზღვრა. რის შემდეგაც, „ქლაუდ ცხრამ” კომუნიკაციების კომისიას აცნობა, რომ შეასრულა კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები. თუმცა, ComCom-მა მოგვიანებით არალეგალური ვებგვერდები კვლავ შეამოწმა და კიდევ ერთხელ გამოავლინა, რომ „ქლაუდ ცხრას” მომსახურების გამოყენებით adjaranet.to, adjaranet.com და imovies.cc ფუნქციონირებას აგრძელებდნენ.

გამომდინარე იქიდან, რომ „ქლაუდ ცხრამ” „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონი და „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტი დაარღვია, კომუნიკაციების კომისიამ კომპანია წერილობით გააფრთხილა.

ინფორმაციას საქართველოს კომუნიკაციების კომისია ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული