რონდელის ფონდის მკვლევარი, აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ზურაბ ბატიაშვილი მორიგ საყურადღებო ინფორმაციებს აქვეყნებს ისრაელ-პალესტინის ომთან დაკავშირებით:
“რა ხდება ისრაელ-პალესტინის ომში ამ მომენტისთვის?
– ისრაელი განაგრძობს ღაზას სექტორის დაბომბვას;
– თუმცა, ჯერ არ დაწყებულა სახმელეთო ოპერაცია;
– ისრაელში ჩავიდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რომელიც ხვდება ისრაელისა და პალესტინის (არა “ჰამასს”) ლიდერებს. მან კიდევ ერთხელ გამოხატა თანადგომა ისრაელის მიმართ;
– დღესვე ლიბანში ჩადის ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი;
– ღაზას სექტორში მუშაობა შეწყვიტა ერთადერთმა თბოელექტროსადგურმა, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებდა (მას გაუთავდა საწვავი);
– ეგვიპტე უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე არ ხსნის საზღვარს ღაზას სექტორთან (კაირო ეჭვობს, რომ მშვიდობიან მოსახლეობასთან ერთად შეიძლება ქვეყანაში შევიდნენ “ჰამასის” მებრძოლებიც);
– ღაზაში მძევლად რჩება 97 ადამიანი;
– ამ მომენტისთვის შედარებით სტაბილური სიტუაციაა ისრაელ-ლიბანის საზღვარზე;
– იზრდება მსხვერპლის რაოდენობა ორივე მხარეს. ისრაელში დაღუპულია 1 300, დაჭრილია 3 400 ადამიანი, პალესტინაში 1 354 (+1 500 “ჰამასის” მებრძოლი) და დაჭრილია 6 049 ადამიანი;
განახლებულ ინფორმაციას შემდგომშიც შემოგთავაზებთ“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზურაბ ბატიაშვილი.