ორშაბათი, აპრილი 29, 2024

“რა ხდება ისრაელ-პალესტინის ომი ამ მომენტისთვის?” – ზურაბ ბატიაშვილის ინფორმაციები 12 მოქტომბრის მდგომარეობით

რონდელის ფონდის მკვლევარი, აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ზურაბ ბატიაშვილი მორიგ საყურადღებო ინფორმაციებს აქვეყნებს ისრაელ-პალესტინის ომთან დაკავშირებით:

რა ხდება ისრაელ-პალესტინის ომში ამ მომენტისთვის?

– ისრაელი განაგრძობს ღაზას სექტორის დაბომბვას;

– თუმცა, ჯერ არ დაწყებულა სახმელეთო ოპერაცია;

– ისრაელში ჩავიდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რომელიც ხვდება ისრაელისა და პალესტინის (არა “ჰამასს”) ლიდერებს. მან კიდევ ერთხელ გამოხატა თანადგომა ისრაელის მიმართ;

– დღესვე ლიბანში ჩადის ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი;

– ღაზას სექტორში მუშაობა შეწყვიტა ერთადერთმა თბოელექტროსადგურმა, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებდა (მას გაუთავდა საწვავი);

– ეგვიპტე უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე არ ხსნის საზღვარს ღაზას სექტორთან (კაირო ეჭვობს, რომ მშვიდობიან მოსახლეობასთან ერთად შეიძლება ქვეყანაში შევიდნენ “ჰამასის” მებრძოლებიც);

– ღაზაში მძევლად რჩება 97 ადამიანი;

– ამ მომენტისთვის შედარებით სტაბილური სიტუაციაა ისრაელ-ლიბანის საზღვარზე;

– იზრდება მსხვერპლის რაოდენობა ორივე მხარეს. ისრაელში დაღუპულია 1 300, დაჭრილია 3 400 ადამიანი, პალესტინაში 1 354 (+1 500 “ჰამასის” მებრძოლი) და დაჭრილია 6 049 ადამიანი;

განახლებულ ინფორმაციას შემდგომშიც შემოგთავაზებთ“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზურაბ ბატიაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული