spot_img
მთავარიარჩევნებიცესკო: "ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით მორიგი სიცრუე ვრცელდება"

ცესკო: “ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით მორიგი სიცრუე ვრცელდება”

ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ “ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა კიდევ ერთხელ გახდა დისკრედიტაციული კამპანიის სამიზნე”:

საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა კიდევ ერთხელ გახდა დისკრედიტაციული კამპანიის სამიზნე. მაშინ როდესაც, არჩევნების მოდერნიზების პროცესი გადამწყვეტ ეტაპზეა და საარჩევნო ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს ამ პროცესის წარმატებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განსახორციელებლად, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ღიად ცდილობს საარჩევნო პროცესის და ელექტრონული არჩევნების დისკრედიტაციას დეზინფორმაციული განცხადებით.

სიცრუეა მისი განცხადება, თითქოს სისტემა, რომლის დანერგვაც მიმდინარეობს საქართველოში, რუსულის ანალოგია. სინამდვილეში, პროცესის არც ერთ ეტაპზე სისტემა არათუ არ ჰგავს რუსეთში მოქმედს, არამედ მკვეთრად განსხვავდება და გაცილებით მეტად დაცულია, ნებისმიერი, მათ შორის კიბერ ჩარევებისგან. შედარებისთვის საკმარისია ითქვას, რომ მოდერნიზებული საარჩევნო სისტემა, რომელმაც პარლამენტში მრავალპარტიული მხარდაჭერა მოიპოვა, რუსულისგან განსხვავებით არც ვერიფიკაციის და არც ხმის თვლის კომპონენტში ინტერნეტის გამოყენებას არ ითვალისწინებს.

მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო ელექტრონული აპარატებითა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პარტნიორობასა და მხარდაჭერას საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკი“ უწევს, რომელიც გლობალური ლიდერია საარჩევნო ინდუსტრიაში და 30-ზე მეტ ქვეყანაში აქვს 115-ზე მეტი არჩევნების მოდერნიზების გამოცდილება, მათ შორის აშშ, კანადა, ბელგია, ალბანეთი, გერმანია და ა.შ. ასევე, მოქმედი სისტემა, გაივლის ყოველმხრივ აუდიტს ამერიკული დამოუკიდებელი ლაბორატორიის მიერ და მისი დასკვნა საჯარო იქნება საზოგადოებისთვის.

ტყუილია ისიც, რომ ექსპრეზიდენტის განცხადებით, ელექტრონული სისტემის დანერგვა, ფაქტობრივად აუქმებს არჩევნებს. სინამდვილეში, დღემდე ჩატარებულმა 8 საპილოტე პროექტმა 16 მუნიციპალიტეტში აჩვენა, რომ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებამ ხელი შეუწყო ღიაობას, კენჭისყრის დღის პროცედურების გამარტივებას, რამაც სრულიად გამჭვირვალე გახადა ეს პროცესი.
შესაბამისად, ერთადერთი, რასაც აღნიშნული სისტემა ნამდვილად აუქმებს, ესაა სივრცე სპეკულაციებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის უკვე ნაცადი ხერხების გამოყენების თვალსაზრისით, რაც შეიძლება იყოს კიდეც ზოგიერთი პოლიტიკური აქტორის „წუხილის“ ნამდვილი მიზეზი.

შესაბამისად, გვინდა მივმართოთ საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, გამოეხმაურონ ელექტრონული არჩევნების დისკრედიტაციისკენ მიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიას ამომრჩევლის საუკეთესო ინტერესების დასაცავად. ასევე, ყველა მხარეს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ არჩევნები საერთო საქმეა და ყველას აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა არჩევნების მოდერნიზების ამ მნიშვნელოვან პროცესში.

თავის მხრივ, საარჩევნო ადმინისტრაცია რეაგირების გარეშე არ დატოვებს დეზინფორმაციისა და სიცრუის თითოეულ ფაქტს და აქტიური საინფორმაციო კამპანიებით ხელს შეუწყობს საზოგადოებისთვის ობიექტური და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...