ორშაბათი, ივლისი 7, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიუნდა გვახსოვდეს, რომ სხვისი შვილები დღეს, შეიძლება იყვნენ...

უნდა გვახსოვდეს, რომ სხვისი შვილები დღეს, შეიძლება იყვნენ ჩვენი შვილები ხვალ – არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 15 წლის ლუკა სირაძის ტრაგიკული გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება. არჩილ თალაკვაძე უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და აღნიშნავს, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სუიციდის პრევენციას და მნიშვნელოვანია ამ მხრივ სხვადასხვა უწყების ჩართულობა:

“მინდა მივუსამძიმო ლუკა სირაძის ოჯახს. ეს მძიმე ტრაგედიაა და ყველამ უნდა ვანუგეშოთ ისინი.

გაუცხოება, სოლიდარული კულტურის შესუსტება, სულიერი ღირებულებების ჩანაცვლება და თანამედროვე საზოგადოებაში პროცესების აჩქარება – ეს არის ის, რის გამოც ხშირად უყურადღებოდ რჩება ადამიანი, ვისაც დახმარება სჭირდება.

მივესალმები პრემიერ-მინისტრის, მთავრობის და საპარლამენტო კომიტეტების რეაგირებას მომხდართან დაკავშირებით და კონკრეტული გადაწყვეტილებების მომზადებას, რაც დაგვეხმარება, მომავალში თავიდან ავიცილოთ ასეთი შემთხვევები. ამომწურავი შეფასება და გამოძიება საჭიროა არა იმიტომ, რომ საზოგადოებამ შური იძიოს ვინმეზე, არამედ იმიტომ, რომ სწორი დასკვნები გამოვიტანოთ რა გვჭირდება სკოლაში და რა გვჭირდება პოლიციაში.

უნდა გვახსოვდეს, რომ სხვისი შვილები დღეს, შეიძლება იყვნენ ჩვენი შვილები ხვალ. ამიტომ, უნდა შევაფასოთ პრობლემები და გადავდგათ საჭირო ნაბიჯები. ეს არის ჩვენი შვილების ქვეყანა და ჩვენი შვილების საზოგადოება. სამსახურებში, პარლამენტში თუ სხვა სივრცეებში, სადაც დღეს ჩვენ დავდივართ, ხვალ მათ უნდა იარონ.

დამოუკიდებლად იმისგან, თუ რა მოხდა ამ შემთხვევაში, მიმაჩნია, რომ სამოქალაქო სექტორშიც დასაწყებია სუიციდის პრევენციის პროგრამა, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში წარმატებით დაინერგა პენიტენციურ სისტემაში, მათ შორის მოზარდებთან და ამ პროგრამას წარმატებით უძღვება მინისტრი თეა წულუკიანი და მისი სამინისტრო. სუიციდის პრევენციის პროგრამა სპეციალური მეთოდოლოგიით, წინასწარ ადგენს დეპრესიის ნიშნებს, სუიციდალურ მიდრეკილებებს და ეხმარება ადამიანს, რომ გაუმკლავდეს ამ პრობლემას. სასჯელაღსრულების სისტემაში 2 წლის განმავლობაში, ერთდროულად 81 ადამიანი გვყავდა ჩართული ამ პროგრამაში ვინც სუიციდი ერთხელ სცადა, ან ვისაც მიდრეკილება ჰქონდა ამისკენ. 81-ვე პროგრამაში ჩართულ ადამიანს 2 წლის განმავლობაში არ ჰქონია სუიციდის არცერთი მცდელობა. პროგრამამ გაამართლა.

რაც შეეხება მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას, ჩემი თხოვნა და პოზიცია იქნება, რომ მიმდინარე საპროტესტო კამპანიის ფარგლებში ნუ მოუწოდებთ ბავშვებს ნიჰილიზმისკენ, ნუ ეუბნებით, რომ ცხოვრებას აზრი არ აქვს – ეს შეიძლება იყოს საშიში. მითუმეტეს, როდესაც ამას იმეორებენ და ამბობენ უფროსები, ვისიც ბავშვებს სჯერათ. ამას შეიძლება ჰქონდეს გადამდები ხასიათი. არსებობს “Copycat”-ის და ვერტერის ეფექტები, რაც სწორედ ასეთ სიტუაციაში ნეგატიური კამპანიის დროს, სხვა ბავშვების მიმართ დამღუპველ გავლენაზე მიუთითებს. პირიქით, გავაკეთოთ მეტი იმისთვის, რომ ბავშვებს მივცეთ მეტი ოპტიმიზმი, შევუქმნათ უფრო პოზიტიური გარემო და ვასწავლოთ რთულ სიტუაციებთან გამკლავება,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ ისევ ვდგავართ საფრთხეების წინაშე, მაგრამ მაინც ვირჩევთ სტაბილურობას და არა ქაოსს” – მაია...

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს...

“ყველაზე მეტი ემოცია და შეძახილი მოჰყვა სიტყვა რევოლუციას და ეს გააკეთეს ახალგაზრდებმა” – ნანუკა...

საპროტესტო აქციაზე დაფიქსირებულ კონკრეტულ პოზიციას და გამოხატულ ემოციას ეხმიანება...

ლევან ხაბეიშვილი: დიდი წმენდაა დაწყებული “ოცნებაში”

„დიდი წმენდაა დაწყებული „ოცნებაში“, ლილუაშვილს ქვეყნიდან გასვლა აქვს აკრძალული,...

“მივიღეთ გადაწყვეტილება, მეტროსადგური “ვარკეთილი” 12 ივლისიდან დაიკეტოს 45 დღით” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის განცხადებით, აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, მეტროსადგური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...