პარასკევი, აპრილი 19, 2024

ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება 19 დეკემბრისთვის დაგეგმილი პარლამენტის პიკეტირების გაუქმების თაობაზე

ოპოზიციური პარტიები ეხმიანებიან 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის თვითმკვლელობის ფაქტს და აღნიშნული ტრაგედიის გამო მიღებული იქნა 19 დეკემბრისთვის დაანონსებული პარლამენტის პიკეტირების გაუქმების გადაწყვეტილება:

“უდიდეს მწუხარებასა და სევდას ვგრძნობთ ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო. შეუძლებელია ამ უმძიმეს წუთებში ნუგეშის სიტყვების გამოძებნა. პირველ რიგში გვსურს მივუსამძიმროთ ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს ამ საშინელი ტრაგედიის გამო. ამ ამბავმა მთელი საქართველო შეძრა. ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა და არც ბოლო იქნება მანამ, სანამ ქვეყანაში სისტემურ ცვლილებებს არ განვახორციელებთ.

ლუკას ტრაგედიამ მიგვაღებინა გადაწყვეტილება, რომ ხვალისთვის დაგეგმილი პარლამენტის პიკეტირება გავაუქმოთ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ უარს ვამბობთ ჩვენ სამართლიან არაძალადობრივი პროტესტის სხვა ფორმებზე.

სისტემა სრულად წარმოგვიდგა მისი მანკიერი და ძალადობრივი ფორმით, აუცილებელია მისი დროული შეჩერება და შეცვლა,” – ნათქვამია ოპოზიციური პარტიების განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული