საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს ოჩამჩირის რაიონში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზის გახსნის საშიშროებასა და ევროკავშირის როლზე საქართველოსთან მიმართებაში სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ:
,,ჩვენც გვაქვს ჩვენი მოლოდინები, რომ ევროკავშირი ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს, მათ შორის, ოკუპაციას დაარქმევს ოკუპაციას.
სამწუხაროდ, დღემდე ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში ტერმინი ,,ოკუპაცია’’ არ არის.
ტექტონიკური ძვრები – ასე ეძახიან იმ პროცესებს, რომელიც რეგიონში მიდის. ამ ტექტონიკური ძვრების მონაწილე არის რამდენიმე, ძირითადი – რუსეთი. რა თქმა უნდა, ის ყველანაირად ცდილობს, საკუთარი პოზიციის გამყარებას, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
ჩვენგან ამის საწინააღმდეგო უნდა იყოს საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერება, მათ შორის, მეტი ყურადღება საქართველოზე. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ტერმინი – ოკუპაციის აღიარება ევროკავშირის მხრიდან, რაც სამწუხაროდ, დღემდე არ ხდება, ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა მოქალაქეების მიმართ.
რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას პასუხისმგებლობას, სწორედ ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა – სამშვიდობო პოლიტიკა ჩვენი მოქალაქეების მიმართ და საერთაშორისო ზეწოლა რუსეთის მიმართ’’, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი