თბილისის მერია ინფორმაციას ავრცელებს საახალწლო დღეებში გარევაჭრობისთვის ნებადართული ადგილების შესახებ. კერძოდ საახალწლო დღეებში, 18 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, გარევაჭრობა ნებადართულია მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში:
🔸ისნის რაიონი
ნავთლუღის ბაზრის მიმდებარედ, მეველეს ქუჩა;
ვაზისუბანი, პირველი მ/რ, მე-12 კორპუსის მიმდებარედ;
🔸მთაწმინდის რაიონი
ვერის ბაღის შესასვლელის მიმდებარე ტერიტორია;
🔸საბურთალოს რაიონი
სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია;
🔸ნაძალადევის რაიონი
ზღვის უბანი (თემქა) – ანაპის 414-ე დივიზიისა და ურეკის ქუჩების კვეთაზე არსებული სკვერი;
მეტროსადგურ „ღრმაღელეს“ მიმდებარე ტერიტორია;
🔸გლდანის რაიონი
მარატ ნოზაძის ქუჩის დასაწყისი;
🔸დიდუბის რაიონი
ბორის პაიჭაძის N1;
🔸ჩუღურეთის რაიონი
მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორია;
🔸სამგორის რაიონი
ჯავახეთის ქუჩა, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარედ;
ჯავახეთის ქუჩის N23-ის მიმდებარედ, ყვავილების ბაზრობასთან;
კალაუბნის ქუჩა, ა/ბ კორპუსის მოპირდაპირედ;
🔸ვაკის რაიონი
მეტროსადგურ ,,დელისის“ მიმდებარე ტერიტორია;
მეტროსადგურ ,,ვაჟა-ფშაველას“ მიმდებარე ტერიტორია;
თბილისის მერია გილოცავთ შობა-ახალ წელს!