პარლამენტის ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე კომენტარს აკეთებს ,,შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ’’ კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით:
,,ესენი ასე გეგმავენ, რომ ოქტომბერში, როდესაც დასკვნა იქნება, დეკემბერში – სტატუსი, მათი გათვლით, თუ ეს გადაწყვეტილება იქნება სტატუსის არმიცემა, ამაზე ააგორონ ტალღა და ამ ტრენინგებზე დატრენიგებული ახალგაზრდების მეშვეობით განახორციელონ სისხლიანი, ძალადობრივი აქციები.
გამოწვევამ გვიბიძგა, რომ მიგვეღო ეს კანონი. მივიღებთ კანონს, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში, სახელმწიფოს რისკებისგან დააზღვევს’’, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი