spot_img
მთავარიამინდის პროგნოზი4-6 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი: საქართველოში გამოიდარებს

4-6 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი: საქართველოში გამოიდარებს

გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს 4-6 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ:

🌧 4 ოქტომბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, ხოლო 5-6 ოქტომბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

🌦 ქ. თბილისში 4 ოქტომბერს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. 5-6 ოქტომბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება.

🌊 სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 4 ოქტომბერს ზოგან შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი. 5-6 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსია მოსალოდნელი.

🌦 დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 4 ოქტომბერს შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, ხოლო 5-6 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

☔️ დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 4 ოქტომბერს ზოგან შენარჩუნებული იქნება წვიმა. 5-6 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

🌧 დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 4 ოქტომბერს ზოგან შენარჩუნებული იქნება წვიმა. 5-6 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება.

ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

☔️ ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 4 ოქტომბერს ზოგან მოსალოდნელია წვიმა. 5-6 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსია მოსალოდნელი.

⛈ კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო,): 4 ოქტომბერს მოსალოდნელია წვიმა, ზოგან შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს. 5-6 ოქტომბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება.

🌥 აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 4 ოქტომბერს ზოგან შენარჩუნებული იქნება წვიმა. 5-6 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.

🌦 აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 4 ოქტომბერს ზოგან შენარჩუნებული იქნება წვიმა. 5-6 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

⛈️ 29-30 მაისს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი

გარემოს ეროვნული სააგენტოს გამაფრთხილებელი ინფორმაცია: ⛈️ 29-30 მაისს საქართველოს ტერიტორიაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“ალბათ როგორ და*ლევდა დღეს, როცა მაინც ამდენი ხალხი დაინახა✌” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება...

“მენატრება ჩემი ქართული ლეგიონი, მენატრება ჩემი ძმები, მენატრება მძაფრად და ძლიერად…” – კობა ხაბაზი

უკრაინაში ნაბრძოლი კობა ხაბაზი, სოციალურ ქსელში, ემოციურ სტატუსს აქვეყნებს: "მენატრება...

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...