ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

ყველას გვაქვს ჩვენი უფლება გამოვხატოთ აზრი, თუნდაც ეს იყოს შოკისმომგვრელი სიტყვებით – თეა წულუკიანი ერეკლე კუხიანიძის გამონათქვამზე

გრძელდება ნებათაღელვა თბილისის საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის მიერ სოციალურ ქსელში ბოლო დღეებში დაფიქსირებულ პოზიციებთან დაკავშირებით, მათ შორის ზედმიწევნით მწვავე გამონათქვამებთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ცხინვალის ციხეში დატყვევებულ ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახთან მიმართებაში:

ემოციური თუ პოლიტიკური განცხადებები პირველ რიგში პატიმრის ინტერესს აზიანებს, რომლის გათავისუფლებაც არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რისთვისაც პატიმრობის პირველივე საათიდან მობილიზებულია სამთავრობო უწყებები და უპრეცენდენტო ძალისხმევა ხორციელდება, მაგრამ არც ისე შორს არ მივდივარ, რომ ვინმემ თანამდებობა უნდა დატოვოს.

ყველას გვაქვს ჩვენი უფლება გამოვხატოთ აზრი, თუნდაც ეს იყოს შოკისმომგვრელი სიტყვებით.

ეს წერია ევროპულ კონვენციაში და თუკი ამ უფლებით სარგებლობს ნებისმიერი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რა თქმა უნდა, ყველა სხვა პოლიტიკოსსაც აქვს იდენტური უფლება,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული