ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
10.4 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიკახა კალაძე: ქედს ვიხდი მათ წინაშე, ვინც საკუთარ...

კახა კალაძე: ქედს ვიხდი მათ წინაშე, ვინც საკუთარ ქვეყანას და ქალაქს ცხოვრება მიუძღვნა

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ღონისძიება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნა და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

რაც დრო გადის, მით უფრო ძვირფასი ხდება დღე, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის განსაკუთრებულ და საყვარელ ქალაქს, საქართველოს გულსა და სულს, ჩვენს დედაქალაქს, თბილისს ეძღვნება. “თბილისობა” ის ტრადიციაა, რომელსაც ერთნაირი სითბოთი და სიხარულით აღნიშნავს დიდიც და პატარაც, ამ დღეს ელოდება ქალაქის მკვიდრიც და სტუმარიც, ქართველიც და უცხოელიც, ყველას თავისი წილი თბილისი აქვს გულში და საქართველოს დედაქალაქიც ყველას გვეძვირფასება.

ჩვენს ქალაქს, ერთი შეხედვით, ამოუცნობი მიზიდულობის ძალა აქვს. დამეთანხმებით, რომ ეს ჭაღარა, უძველესი თბილისი საოცრად ახალგაზრდული და თანამედროვეა, სიცოცხლითა და სიხარულით, გრძნობებითა და ემოციებით სავსე ქალაქია. აქ 16 საუკუნეა, ერთმანეთის მხარდამხარ მოდიან სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, რომელთაც უყვართ და ეიმედებათ ერთმანეთი, ერთად ოცნებობენ საკუთარი ქალაქის საუკეთესო მომავალზე და ერთად ცდილობენ, ეს ქალაქი გააფერადონ, საკუთარი ფერი შესძინონ და იქ, სადაც სიყვარულია, მოგეხსენებათ, შეუძლებელი არაფერია.

მეამაყება, რომ თბილისელების არჩევანით მაქვს შესაძლებლობა, ვიყო ამ ქალაქის მერი. რა თქმა უნდა, ეს უდიდესი პასუხისმგებლობა და ძალიან დიდი ვალდებულება ჩემთვის. ძალიან კარგად მაქვს გააზრებული, თუ რას ნიშნავს, იყო უძველესი და ულამაზესი ქალაქის მერი. ეს უდიდესი პასუხისმგებლობა და თბილისელების წინაშე აღებული ვალდებულებებია, თუმცა ამ ყველაფერს თან სდევს დიდი სიამოვნებაც, რომელიც თბილისის საპატიო მოქალაქის დასახელების ცერემონიას უკავშირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თავის სიტყვაში დედაქალაქის მერმა ხაზი გაუსვა საპატიო თბილისელის წოდების მნიშვნელობას და იმ წვლილს, რომელიც დასახელებულმა მოქალაქეებმა თბილისის განვითარებაში შეიტანეს. მანვე პატივი მიაგო გარდაცვლილ საპატიო თბილისელთა ხსოვნას.

დღეს მეექვსედ მაქვს პატივი, თქვენთან ერთად ქედი მოვიხარო მათ წინაშე, ვინც საკუთარ ქვეყანასა და ქალაქს ცხოვრება მიუძღვნა, ვისი ამაგის აღნიშვნაც ჩვენი ვალია, ვისაც მადლობა უნდა გადავუხადოთ და თბილისის საპატიო მოქალაქედ დავასახელოთ.

მოდით, ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ქალაქზე, ვიფიქროთ მის მომავალზე, შევეცადოთ და შევძლოთ მისი საუკეთესო სახით ტრანსფორმაცია. მესმის, რომ არსებობს სირთულეები და გამოწვევები, მაგრამ მერწმუნეთ, ერთად დგომით შესაძლებელია, ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო გავალამაზოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“პირველ რიგში ხომ კაცი ხარ, ვიდრე პოლიციელი გახდები?!” – ნაირა გელაშვილი ირაკლი დგებუაძეზე

მწერალმა ნაირა გელაშვილმა "მაუწყებლის" პოდკასტში მძიმე ემოციური შეფასებები გააკეთა...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

“ერთი რამ ვიცი ზუსტად, ვლადიმერ პუტინი არ დათმობს შავ ზღვას, ოდესამდე მივა…” – ნუკა...

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე თავის მოსაზრებას გამოთქვამს გეოპოლიტიკურ პროცესებთან...

ირაკლი კობახიძის ღია წერილი დონალდ ტრამპს და ჯეი დი ვანსს

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე ღია წერილით მიმართავს ამერიკის შეერთებული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...