შაბათი, ოქტომბერი 25, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"400 ათასამდე ქართველ პენსიონერს აქვს სესხი გამოტანილი ბანკიდან,...

“400 ათასამდე ქართველ პენსიონერს აქვს სესხი გამოტანილი ბანკიდან, პენსიონერი არის არჩევანს შორის – წამალი იყიდოს თუ პური” – გიორგი ვაშაძე

ირაკლი, შეხედე! ეს ვითარებაა საქართველოში. 400 000-მდე ქართველ პენსიონერს აქვს სესხი გამოტანილი ბანკიდან. სესხი იმიტომ კი არ გამოიტანა, რომ დასასვენებლად უნდოდა წასულიყო, არამედ პენსიონერი მუდმივად არის არჩევანის წინაშე, წამალი იყიდოს თუ პური“, – ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და მოუწოდა, რომ ყველა ქართველ პენსიონერს სესხის ძირი თანხა გაუნულონ.

როგორც „გამარჯვების კოალიციის“ ერთ-ერთი ლიდერი აღნიშნავს, საქართველოს ბიუჯეტს აქვს შესაძლებლობა იმისა, რომ ყველა ქართველ პენსიონერს საპენსიო სესხი გაუნულდეს. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ეწინააღმდეგება აღნიშნულის განხორციელებას, რათა ბიუჯეტი კვლავ კორუფციული გარიგებებისთვის გამოიყენონ:

მინდა ახლა პატარა ექსპერიმენტი ჩავატაროთ და ხელი აიწიოს ვის აქვს საპენსიო სესხი გამოტანილი. ახლა ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გვიყურებს ჩვენ ყველას, აი, მინდა თქვენთან ერთად მივმართო ირაკლი ღარიბაშვილს:

ირაკლი, აი შეხედე! ეს ვითარებაა საქართველოში. 400 000-მდე ქართველ პენსიონერს აქვს სესხი გამოტანილი ბანკიდან. სესხი იმიტომ კი არ გამოიტანა, რომ დასასვენებლად უნდოდა წასულიყო, პენსიონერი მუდმივად არის არჩევანს წინაშე – წამალი იყიდოს თუ პური? ექიმთან რომ მივა თანხა სჭირდება, ხომ ამიტომ არის ეს სესხები გამოტანილი? შესაბამისად, ირაკლი, მოგმართავ პირდაპირ ეთერში, პირველი საპენსიო ფორუმიდან, ამ კვირაში საქართველოს პარლამენტში თქვენ წარმოადგინეთ ბიუჯეტი და თქვით, რომ ჭარბი შემოსავალი აქვს საქართველოსო, ანუ მეტი თანხა შემოვიდა ბიუჯეტში, ვიდრე დაგეგმილი იყო.

ცენტრალურ ბიუჯეტმა უნდა გაანაწილოს 430 მილიონი. რომ შეხედოთ რაში ნაწილდება ეს ფული, ვერ გაიგებთ, ისევ იმ მიმართულებებში, სადაც ფული უნდა აკეთონ, ირაკლი, შენ უნდა აკეთო, მერე ჩარტერით რომ იმგზავრო, კახა კალაძემ უნდა აკეთოს ფული, მთელმა თქვენმა კორუფციულმა მოდგმამ უნდა აკეთოს ფული.

ამ ერთხელ მაინც დაუშვით გამონაკლისი და გადავუხადოთ საპენსიო სესხის ძირი თანხა ყველა პენსიონერს, რითიც განულდება ეს სესხები. ანუ, ამის ფული გაჩნდა, რას ნიშნავს ჭარბი ფული, ბიუჯეტი იყო დაგეგმილი და სხვადასხვა მიზეზის გამო მეტი ფინანსები შემოვიდა ბიუჯეტში. მე არ მგონია, რომ ადამიანები წინააღმდეგები იყვნენ დაფაროთ საპენსიო სესხის პროცენტი.

ქალბატონი იყო მოსული პარლამენტში მთელი მისი პენსია, რაღაც მოუგონეს, ბანკში რჩება, ანუ არცერთი თეთრი არ მიაქვს სახლში და ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ერთჯერადი აქტით მათ გავუმართოთ ხელი, ვინც ყველაზე მეტად არის პრობლემების წინაშე.

აი, ირაკლი ღარიბაშვილს მივმართავ, იქით კვირაში გამოდის ეს ბიუჯეტი, ოპოზიცია არასდროს ბიუჯეტს არ უჭერს მხარს, მაგრამ ახლა შევქმნათ პრეცენდენტი, ამ პარლამენტმა, არაფერი რომ არ გაუკეთებია ხალხისთვის, ერთხელ მაინც ეს კეთილი საქმე გააკეთოს, მზად ვართ მხარი დავუჭიროთ, ამ ერთხელ ვაჩვენოთ ხალხს, რომ მთავრობა, ოპოზიცია, პოზიცია არის ხალხისთვის და წარმოიდგინეთ, რომ შემდგომ თვეში მიდიხართ ბანკში და სრულად იღებთ პენსიას, ლიბერთი ბანკი თანხას არ დაიკავებს.

კიდევ ვიმეორებ, ეს თანხა გაჩნდა, ხომ არ გეუბნებით, რომ რამეს მოაკლოთ. არც თქვენ ჩარტერებს მოაკლოთ, არაფერს არ უნდა მოაკლო, უბრალოდ ეს ფული უნდა გამოიყენო საპენსიო ასაკის ადამიანებისთვის, დაველოდოთ, თქვენთან ერთად ხელმოწერები გავაკეთეთ, ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას, თბილისსა თუ რეგიონებში და ამ ხელმოწერებს მივიტანთ პარლამენტშიც, კანცელარიაშიც,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ბატონი თამაზ ელიზბარაშვილი არის ის ადამიანი, რომელიც საქართველოს მიუსაფრების ისტორიაში შევა, როგორც მათი მფარველი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" დამფუძნებელი წევრი და ცხოველთა უფლებადამცველი, შორენა ლობჟანიძე...

“რაც შეეხება ათონელის ამბავს, ამას პროვოკაციაც კი არ ჰქვია, არამედ პროვოკაციის იმიტაცია იყო” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენების მოკლე...

“გახარია ყოველთვის იყო რუსეთის ოფიციალური აგენტი და ივანიშვილის პროექტი” – მიხეილ სააკაშვილი

"სადამდე უნდა ვიშტეროთ თავი? მაგიჟებს ქართული საზოგადოების ნაწილის მიამიტობა! -...

“ატარეთ პირბადეები, რათა პოლიციელებმა თავიანთი არომატული ან სხვა – სპეციფიური სუნით, ზიანი არ მოგაყენოთ”...

გასული საუკუნის ერთ კომიკურ ამბავს იხსენებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“განხეთქილება მაფიაში, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარ მაფიოზს სახელმწიფო აქვს უზურპირებული და მის ბერკეტებს იყენებს...

"ქართული ოცნების" ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას...

“4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორების დუმილი მაკვირვებს!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე 4 ოქტომბრის აქციის...

“2 უმნიშვნელოვანესი გარღვევა ხდება უკრაინის საკითხში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ფრონტზე მოსალოდნელ სერიოზულ...

“დიახ, პატრულის მანქანაზეა და დიახ, რეჟიმს სწორედ ასეთი გამბედავი ადამიანები ამარცხებენ” – შორენა ლობჟანიძე

სამოქალაქო აქტივისტის, თამარ ლორთქიფანიძის მიერ პროტესტის გამოხატვის მიზნით პატრულის...

“მადლობელი ვარ ბიძინა ივანიშვილის, იმდენ ადამიანს ჩამოხსნა ნიღაბი🙌🙌” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს...