საქართველოში ტრენინგების ჩასატარებლად სერბეთიდან ჩამოსული უცხოელები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ. დაახლოებით 2 კვირის წინ კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა საქართველოში მოსალოდნელი დესტაბილიზაციის თაობაზე. თემას ემოციური შეფასებებითა და მწვავე მიმართვით ეხმაურება ჟურნალისტი ლალი მოროშკინა:
“ჩვენი შვილების სისხლს არ დაგაღვრევინებთ!
მადლობა ბიჭებო!
ძალიან მაგრად მუშაობს სუს-ი!
არ აგარევინებთ, არა!!!
ხალხი მთავრობის მხარეს დგას!!!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლალი მოროშკინა.
ინფორმაციისთვის: 18 სექტემბერს სუს-მა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ “პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა“.

