spot_img
მთავარილარის კურსილარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 30.09-02.10 პერიოდისთვის

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 30.09-02.10 პერიოდისთვის

29 სექტემბერს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 30 სექტემბრიდან 3 დღის განმავლობაში.

ორი კვირის წინ დაფიქსირული, ლარის მკვეთრი გაუფასურების დინამიკა, გასულ კვირაში მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა, რაც აშშ დოლართან მიმართებაშიც გამოიკვეთა. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

26 სექტემბერი – 2.6681;
27 სექტემბერი – 2.6732;
28 სექტემბერი – 2.6778;
29 სექტემბერი – 2.6832.

ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზე უკვე გამყარდა 0.0049 ლარით და 1 აშშ დოლარი 30 სექტემბრიდან 3 დღის განმავლობაში ეღირება 2.6783 ლარი.

სექტემბრის შუა რიცხვებში ლარის მკვეთრი გაუფასურების შემდეგ, ბოლო კვირაში ლარი გარკვეულწილად გამყარდა ევროსთან მიმართებაშიც. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

26 სექტემბერი – 2.8381;
27 სექტემბერი – 2.8325;
28 სექტემბერი – 2.8259;
29 სექტემბერი – 2.8270.

ევროსთან მიმართებაში ლარი ბოლო ვაჭრობაზე საგრძნობლად გაუფასურდა, 0.0152 ლარით და 30 სექტემბრიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.8422 ლარი.

ბოლო 2 კვირის განმავლობაში არასტაბილური იყო ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტათან მიმართებაში, ბოლო ვაჭრობაზე კი ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში ლარის გამყარება დაფიქსირდა:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.2852 ლარი (გაუფასურდა 0.0133 ლარით)
1 თურქული ლირა – 0.0977 ლარი (გამყარდა 0.0002 ლარით)
10 უკრაინული გრივნა – 0.7252 (გამყარდა 0.0013 ლარით)
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5744 ლარი (გამყარდა 0.0028 ლარით)
1000 სომხური დრამი – 6.7446 ლარი (გამყარდა 0.1187 ლარით)
1 შვეიცარიული ფრანკი – 2.9403 ლარი (გაუფასურდა 0.0165 ლარით)
10 ჩინური იუანი – 3.6699 ლარი (გამყარდა 0.0041 ლარით)
100 ინდური რუპია – 3.2253 ლარი (უცვლელი)
10 ისრაელის შეკელი – 7.0135 ლარი (გაუფასურდა 0.0316 ლარით)
100 იაპონური იენი – 1.7968 ლარი (გამყარდა 0.0001 ლარით)

სექტემბრის შუა პერიოდში რუსულ რუბლთან მიმართებაში დაფიქსირებული გაუფასურების დინამიკა, ლარის გამყარებით შეიცვალა გასულ კვირაშიც. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

26 სექტემბერი – 2.7748;
27 სექტემბერი – 2.7759;
28 სექტემბერი – 2.7703;
29 სექტემბერი – 2.7636.

ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0211 ლარით 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, 30 სექტემბრიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 2.7425 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით 13-15 ივნისის პერიოდისთვის

12 ივნისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“წვრილფეხა ქოცებო, რა ტყულად ეტენეთ მდინარაძეს. მგონი წულუკიანს გინიშნავთ პრემიერად ბიძინათქვენი” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ირონიულ მინიშნებებს აკეთებს...

“ბატონო ბიძინა, მე თქვენს ადგილზე იმათ კი არ დავიჭერდი, ვისაც არ მოსწონხართ…” – ლელა...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ რჩევებს აძლევს "ქართული ოცნების" საპატიო...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“სანამ საკუთარ თავს და ძალას არ ვირწმუნებთ, მარცხის გამარჯვებას ვიზეიმებთ სულ!” – ლელა ჯეჯელავა

ქვეყანაში შექმნილ რეალობასა და საზოგადოების მიდგომებზე აკეთებს მინიშნებებს ანალიტიკოსი...

“ბევრი დაგროვდა უბრალოდ, თორემ ისე, არანაირი სისტემური ძალადობა, კამერებს მიღმა ანგელოზები მოძრაობენ ფორმებში” –...

სამართალდამცავ სისტემაში მომხდარ ცალკეულ ძალადობრივ ფაქტებს იხსენებს “ოპოზიციის ალიანსის”...