ორშაბათი, ივლისი 7, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიეს არის დიდი შეცდომა ივანიშვილისთვის და ძალიან მძიმედ...

ეს არის დიდი შეცდომა ივანიშვილისთვის და ძალიან მძიმედ დაუმთავრდება მას – გიგა ბოკერია

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებული დაჭერების სერიის აღსრულებად მიიჩნევს გიგა ბოკერია, მის დაბარებას პროკურატურაში. “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი “რუსთავი 2” ჟურნალისტთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს მძიმედ დაუბრუნდება ყოველივე ეს:

“ეს არის ძველი საქმე, რომელზეც 5 წელია ან უფრო მეტია, აღარ შევუწუხებივარ, არ გახსენებიათ, ახლა გაახსენდათ, ამ კონკრეტულ, პოლიტიკურ მომენტში. ეს არის ძველი, უშიშროების საბჭოს საქმიანობის გამოძიება, თუ გახსოვთ ივანიშვილის საჯაროდაც საუბრობდა მაშინ, საჯაროდ იმუქრებოდა და მაშინ დამკითხეს ამაზე ვრცლად, უშიშროების საბჭოს საქმიანობაზე და ჩემს მაშინდელ გადაწყვეტილებებზე.

ჩვენ გვახსოვს, რომ ივანიშვილმა თქვა თავის ინტერვიუში, დაანონსა დაჭერები. ახლა არ ვიცი, რამდენად შორს წავლენ, მაგრამ  ბუნებრივია ლოგიკურია, ეს ამას ჰგავს.

საერთო ვითარება არის აგონიის, ამ სამარცხვინო ლიდერის, რომელსაც აქვს ილუზია, რომ ბრალის წაყენებით, ან დაკავებით გადაწყვეტს ამ პრობლემას, რომელიც მას აქვს.

ეს არის დიდი შეცდომა მისთვის და ძალიან მძიმედ დაუმთავრდება მას,” – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას კიდევ ერთ დამატებით ველზე” – “ლელო – ძლიერი საქართველო”

"ლელო - ძლიერი საქართველო" საგანგებო ბრიფინგზე საზოგადოებას აცნობებს პოლიტიკური...

“ბიზნესი, რომელიც რეკლამას ანთავსებს მხოლოდ სახელისუფლებო მედიასაშუალებებში, ემსახურება რუსულ რეჟიმს” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“ბოიკოტი არჩევნების კამპანიაზე აქტიური უნდა იყოს და ქმედითი” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში პოზიციას აფიქსირებს...

“რუსეთის ჩვენზე თავდასხმის წლისთავისთვის, პროვინციალური ტირანია ამზადებს დიდ ღალატს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ საფრთხეებზე მიანიშნებს: "ის, ვინც...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“რუსული რეჟიმი დაემხობა და ვერავინ ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, ვინც ამ რეჟიმს ემსახურება!” – ნინო...

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მწვავე შეფასებებს აძლევს ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური...

ნინო ჯანგირაშვილი: “მე ვიცი ბოლოს რითი დამთავრდება ეს ყველაფერი”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი კონკრეტულ სცენარზე საუბრობს,...