კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვაოთარ ფარცხალაძეს ვამბობთ და ვგულისხმობთ "ეფ-ეს-ბეს" - ნიკა...

ოთარ ფარცხალაძეს ვამბობთ და ვგულისხმობთ “ეფ-ეს-ბეს” – ნიკა გვარამია

,,მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია გადაცემა ,,ღამის მთავარში“ შეფასებას აკეთებს, იმათან დაკავშირებით, თუ, მისი აზრით, როგორ და რა ფორმატით წარიმართება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება. მედიამენეჯერი ასევე, საუბრობს სკანდალურ ინფორმაციაზე, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის როლზე ქართულ პოლიტიკაში:

,,ფარცხალაძე არის კრიმინალის მთავარი მაკონტროლებელი. დღეს უკვე განსაზღვრულია, რა უნდა მოხდეს ამ თვალსაზრისით საარჩევნოდ. ბოლო ინფორმაციით, ადამიანები, ვისთვისაც ჯერ მედიას და ჟურნალისტს წარმოვადგენ, ისინი კონტაქტზე გამოდიან და ინფორმაციას მაწვდიან, მათ შორის, უსაფრთხოების სამსახურებიდანაც.

ფარცხალაძე დღეს აკონტროლებს 4 000 ადამიანს თბილისში, რომელსაც ჰქვია ე.წ. ,,ოთარის გვარდია“ თუ ,,არმია“, როგორც არის – 2 000 არის მარჯვენა სანაპიროდან, 2 000 მარცხენა სანაპიროდან. ესენი არიან კრიმინალები, რომლებიც აკონტროლებენ ქალაქს წინა საარჩევნოდ. მათ ჰყავთ 2-2 კურატორი მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე, ცნობილი კრიმინალები. ეს ადამიანები უკვე მოქმედებენ. ფარცხალაძე არის ამ კრიმინალური პირამიდული კონტროლის სათავეში. ამიტომ მას არავინ ხელს არ მოკიდებს.

ყველაფერი, რასაც ხედავდით გლდანში, ახლაც და მანამდეც, შემდეგ ეს არის ფარცხალაძესთან შეჯახება. რეალურად, ყველაფერი, რაც ჩხუბობს, თავში განტელებს ურტყამს, შავ ფულს არიგებს და ა.შ. ამ ყველაფრის პირობითი სახელი და გვარი არის ოთარ ფარცხალაძე. ოთარ ფარცხალაძეს ვამბობთ და ვგულისხმობთ ,,ეფ-ეს-ბეს“. აი, ეს არის, როგორც ტარდება საქართველოში არჩევნები. ოთარ ფარცხალაძე რასაც ატარებს, იმას ატარებს ,,ეფ-ეს-ბე“. ჩვენ უნდა ვემზადებოდეთ ამისთვის, ამ ყველაფრის განეიტრალებისთვის, ვაიძულებდეთ ხელისუფლებას, რომ ფარცხალაძეს რამე კი არ მოუხსნას ან არ მოუხსნას, მისცეს ის პასუხისგებაში“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...