პარასკევი, მაისი 9, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერებანანა ტოხვაძეს გივი მიქანაძემ კრიტიკული კითხვების დასმის გამო...

ნანა ტოხვაძეს გივი მიქანაძემ კრიტიკული კითხვების დასმის გამო განათლების კომიტეტის სხდომა დაატოვებინა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრსა და განათლების მიმართულების ხელმძღვანელს, ნანა ტოხვაძეს განათლების კომიტეტის სხდომა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ კრიტიკული კითხვების დასმის შემდგომ დაატოვებინა.

განათლების კომიტეტის სხდომაზე ხმაური ნანა ტოხვაძის მიერ წარმოდგენილ კონკრეტულ ფაქტებსა და დასმულ კითხვებს მოჰყვა, რომელიც სკოლებში უფასო კვებასა და ინფრასტრუქტურული ღონისძიებების არაჯეროვნად შესრულებას ეხებოდა.

კითხვას, თუ რატომ არ ხდება სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოების კონტროლი, კომიტეტის თავმჯდომარის უკმაყოფილება მოჰყვა, რის შემდეგაც ნანა ტოხვაძეს სხდომა დაატოვებინეს.

ცნობისთვის, განათლების კომიტეტის სხდომაზე გარდა აღნიშნული თემებისა, სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხიც განიხილებოდა, როდესაც გივი მიქანაძემ „თავისუფალ უნივერსიტეტი“ და „აგრარულ უნივერსიტეტი“ პრემიერის საწინააღმდეგო ქმედებაში დაადანაშაულა.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...