სამშაბათი, მაისი 21, 2024

“ვისაც თავისუფლება გვიყვარს ყველანი ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს ბიჭი გარეთ გამოვიდეს!” – ნიკა გვარამია ლაზარე გრიგორიადისზე

,,მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ფეისბუქის პირად გვერდზე ვიდეოს ავრცელებს, სადაც საუბრობს 7-8 მარტის საპროტესტო აქციებზე დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის პატიმრობის საკითხთან დაკავშირებით:

,,მინდა მივმართო ყველას! ლაზარე გრიგორიადიასი დღეს არის ნამდვილად რეჟიმის პირადი ტყვე. მას მიუსაჯეს წელიწადნახევარი სრული სისულელისთვის – რამდენიმე წლის წინ დაწყებული საქმისთვის, რომელიც ეხება მასსა და მამამისს შორის რაღაც შელაპარაკებას. მიუსაჯეს იმიტომ, რომ იმყოფება პატიმრობაში აბსოლუტურად აბსურდული ,,მოლოტოვის კოქტეილის” საქმისთვის, რომელსაც ვერ უმტიცებენ, ვერც მტკიცებულებები მოაქვს. იმისთვის, რომ პატიმრობის ვადა მას გასდიოდა და იძულებულნი იყვნენ გამოეშვათ, სასწრაფოდ შეთხზეს ეს მეორე საქმე, უფრო სწორად ვითომ დაამთავრეს. ამ მეორე საქმის გამო მიუსაჯეს წელიწადნახევარი.

მე ვარ ლაზარე, შენ ხარ ლაზარე, ყველანი ვართ ლაზარეები! ვისაც თავისუფლება გვიყვარს ყველანი ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს ბიჭი გარეთ გამოვიდეს!

გვეკუთვნის კანდიდატის სტატუსი? ვნახოთ! თუ ვათავისუფლებთ ადამიანს, ვინც ტყვეობაში იმყოფება, მაშინ ვიმსჯელოთ ამაზე. თუ ვერ/არ ვათავისუფლებთ და ეს არ გვაინტერესებს, სოციოლოგია არ არის პასუხი…

წარმატებები ყველას ლაზარეს თავისუფლებისთვის ბრძოლაში! მე ვარ ლაზარე, შენ ხარ ლაზარე, ყველანი ვართ ლაზარეები და ვიბრძვით უკეთესი მომავლისთვის, ვიბრძვით თავისუფლებისთვის!“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული