ლაზარე გრიგორიადისს, ოჯახური დანაშაულის ბრალდებით გაასამართლეს და სასამართლომ წელიწადნახევარი ვადით პატიმრობა მიუსაჯა. ფაქტს ემოციური შეფასებებით ეხმაურება, “ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის” ხელმძღვანელი ლელა ჯეჯელავა:
“პოლიციელს წვავდა არა ცოცხლად ლაზარე? არც ახლა შეგრცხვებათ იმიტომ, რომ სინდისი არ გაქვთ… სინდისი არ გაქვთ, ე.ი. ღმერთი არ გწამთ. ტყუილად კი არ ვამბობ რომ ბოლშევიკებზე უფრო უღმერთოები ხართ.
თქვენს ინდაურის ტვინებს ჰგონია, რომ პატრიარქის წინ პირქვე დამხობოლები ღმერთსაც ატყუებთ.
ძაან არ გაღელვებდეთ ახლა თქვენ ლაზარეს დაჭრილი მამა. საკუთარ თავებზე გული როგორ არ გერევათ?!😡” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლელა ჯეჯელავა.
ინფორმაციისთვის: საქმე ეხება 2 წლის წინ მომხდარ ფაქტს, როდესაც ლაზარე გრიგორიადისს დაპირისპირება მოუვიდა მამასთან, ბექა გრიგორიადისისთან და მას ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანება მიაყენა. ბრალდებულს ასევე მამის კუთვნილი ავტომანქანის დაზიანებასაც ედავებოდნენ. აქვე აღსანიშნავია, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ბექა გრიგორიადისი აცხადებდა, რომ მამა-შვილს შორის გაუგებრობა აღარ არსებობს და საკითხი ამოწურულია.

