კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვა"იმდენად აემღვრა თავის პოზიციები პრეზიდენტს, რომ უჭირს უკვე...

“იმდენად აემღვრა თავის პოზიციები პრეზიდენტს, რომ უჭირს უკვე საზოგადოებას კონკრეტულ მოტივაციასთან დაკავშირებით ესაუბროს” – მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებსა და გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით:

,,იმდენად აემღვრა თავის პოზიციები პრეზიდენტს და ამ ყველაფერში იმდენად აიხლართა, რომ მართლაც უჭირს უკვე საზოგადოებას კონკრეტულ მოტივაციასთან დაკავშირებით ესაუბროს. ამით, რა თქმა უნდა, ნებისმიერი მისი განცხადება, პრაქტიკულად, დღითიდღე სულ უფრო და უფრო ნაკლებად სანდო ხდება.

როგორც ჩანს, სურვილი აქვს, რომ რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს მიზეზი ყალბი ბრალდებების წარმოსადგენად ოპოზიციის მხრიდან. როგორც ჩანს, ეს ასეა. ყოველშემთხვევაში, შედეგი ასეთია.

ამას გამიზნულად აკეთებს თუ შემთხვევით გამოსდის, ეს ჩემი გასარკვევი და გასარჩევი ნამდვილად არ გახლავთ, მაგრამ ფაქტი სწორედ ასეთია. პრეზიდენტსაც, რა თქმა უნდა, მოუწევს, რომ ასეთ გარემოებებს ანგარიში გაუწიოს. მისი ასეთი ქმედებების შედეგად, ამ პოლიტიკურ აბლაბუდაში, რასაკვირველია, ძალიან კარგი ნიადაგი იქმნება ინსინუაციებისთვის”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...