,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე მწვავე პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე ყოფილი მთავარი პროკურორისთვის, ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხთან დაკავშირებით:
,,ქალბატონო სალომე, ახლა თქვენ ჩამოყალიბდით, თქვენ ხართ ჯაშუში ფარცხალაძის მცველებს შორის, როგორც არის ,,ქართული ოცნების” მთელი დაჯგუფება თუ ხართ საქართველოს ინტერესების მხარეს? ეს არის გადამწყვეტი საკითხი.
აბსურდი და სისულელეა ყველა არგუმენტი, რაც თქვენ მოგაქვთ. პირდაპირ ვამბობ, ეს არის ე.ი. კანონის დიდი ტყუილების კასკადი, რომელსაც თქვენ ამბობთ. ის რუსული გადაწყვეტილება, რომელიც ეროვნულმა ბანკმა მიიღო – გასაუქმებელია, მაგრამ ეს არაფერს ცვლის მოქალაქეობასთან მიმართებაში.
კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ – საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის მოქალაქეობისგან განსხვავებით ფარცხალაძეს, ჯაშუშ-აგენტს პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ. კითხვა მაქვს თქვენთან – ეს პრივილეგიები ფარცხალაძეს რატომ შეუნარჩუნეთ?!”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


