spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები23 და 24 სექტემბერს ბოტანიკურ ბაღში ტრადიციული "პურის...

23 და 24 სექტემბერს ბოტანიკურ ბაღში ტრადიციული “პურის ფესტივალი” გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 23-24 სექტემბერს „პურის ფესტივალი“ მეოთხედ გაიმართება.

ღონისძიებას ქართული ფოლკლორული ანსამბლი „მჭელი“ გახსნის. წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიების სარეალიზაციო პროდუქცია. სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში პურის ცხობის მასტერკლასები ჩატარდება.

დამთვალიერებელი ორი დღის განმავლობაში იხილავს შემეცნებით ილუსტრაციას ხორბლის ქართული ენდემური სახეობების გავრცელების შესახებ, ასევე, წარმოდგენილი იქნება ღვინის კუთხე, სადაც დაინტერესებული პირები ქართული ღვინის ისტორიას გაეცნობიან და სხვადასხვა სახეობის ღვინოს დააგემოვნებენ.

ღონისძიებაზე დაგხვდებათ ქართული, ტრადიციული თემატური სამოსი, ასევე, ძველი ისტორიული ფოტოები, რომელზეც ასახულია პურთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები.

„პურის ფესტივალზე“ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, დააგემოვნოს სხვადასხვა სახეობის ქართული პური, დაესწროს მესხური ქადების, ცომის მომზადებისა და თონეში პურის ცხობის მასტერკლასს და ჩაერთოს თემატურ გათამაშებებში.

ფესტივალს მუსიკალურად გიორგი ცხადაძე, თაკო კაკალაშვილი და ბენდი გააფორმებს. ღონისძიების დასასრულს გაიმართება სემინარი „ქართული ხორბლის კულტურა“, რომლის შემდეგაც ფესტივალზე მისული სტუმრები გიგი პიანომენის ცოცხალ შესრულებას დაესწრებიან.

ღონისძიება 23 და 24 სექტემბერს, 12:00 საათიდან დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მეტი ემპათია თუ არა ჭკუა მაინც არ გაქვთ, რომ საკუთარ მომავალზე იფიქროთ? სად წავა...

ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ მისი დაცვის ქვეყ მყოფი “კოალიცია...

“ნარკომანიის და კრიმინალის ზეობის ხანაში სააკაშვილის ნულოვან ტოლერანტობაზე ვინც ღელავდით, ახლა ნახეთ კობახიძის ნულოვანი...

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ შედარება-მინიშნებებს აკეთებს,...

“ზარქუამ, არანაირი უკანდახევა არ იქნებაო… მართლაც უპრეცედენტო გმირობაა მისი მხრიდან!” –

ირაკლი ზარქუას პოზიციას, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით მიღებულ...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

მიხეილ სააკაშვილი: “ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის...