ორშაბათი, მაისი 6, 2024

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 23-25 სექტემბრის პერიოდისთვის

22 სექტემბერს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 23 სექტემბრიდან 3 დღის განმავლობაში.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში ლარის კურსი სტაბილურობით გამოირჩეოდა ცალკეულ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, თუმცა გასულ კვირაში დაფიქსირდა მკვეთრი გაუფასურების დინამიკა, რაც აშშ დოლართან მიმართებაშიც გამოიკვეთა. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

19 სექტემბერი – 2.6360;
20 სექტემბერი – 2.6412;
21 სექტემბერი – 2.6750;
22 სექტემბერი – 2.6879.

რამდენიმედღიანი გაუფასურების შემდეგ, ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზე უკვე გამყარდა 0.0063 ლარით და 1 აშშ დოლარი 23 სექტემბრიდან 3 დღის განმავლობაში ეღირება 2.6816 ლარი.

ბოლო კვირაში ლარი გაუფასურდა ევროსთან მიმართებაშიც. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

19 სექტემბერი – 2.8131;
20 სექტემბერი – 2.8271;
21 სექტემბერი – 2.8631;
22 სექტემბერი – 2.8637.

ევროსთან მიმართებაში ლარი ბოლო ვაჭრობაზე საგრძნობლად გამყარდა, 0.0116 ლარით და 23 სექტემბრიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.8521 ლარი.

გასულ კვირაში ლარის მკვეთრი გაუფასურება მოხდა პრაქტიკულად ყველა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე აბსოლუტურ უმრავლეს უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში ლარი გამყარდა, ზოგთან მიმართებაში, საგრძნობლადაც კი. კერძოდ, დაფიქსირდა კონკრეტული კურსი, შესაბამისი სხვაობით წინა ვაჭრობისას დადგენილ კურსთან მიმართებაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.2842 ლარი (გამყარდა 0.0225 ლარით)
1 თურქული ლირა – 0.0988 ლარი (გამყარდა 0.0007 ლარით)
10 უკრაინული გრივნა – 0.7261 (გამყარდა 0.0017 ლარით)
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5801 ლარი (გაუფასურდა 0.0001 ლარით)
1000 სომხური დრამი – 6.9382 ლარი (გამყარდა 0.0087 ლარით)
1 შვეიცარიული ფრანკი – 2.9582 ლარი (გამყარდა 0.0096 ლარით)
10 ჩინური იუანი – 3.6717 ლარი (გამყარდა 0.0074 ლარით)
100 ინდური რუპია – 3.2333 ლარი (გამყარდა 0.0015 ლარით)
10 ისრაელის შეკელი – 7.0420 ლარი (გამყარდა 0.0203 ლარით)
100 იაპონური იენი – 1.8093 ლარი (გამყარდა 0.0088 ლარით)

სექტემბრის დასაწყისში ლარის კურსის დინამიური გამყარების ტენდენცია დაფიქსირდა რუსულ რუბლთან მიმართებაში, რასაც რამდენიმე დღით სტაბილურობის შემდეგ, ისევ გაუფასურება მოჰყვა გასულ კვირაშიც. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

19 სექტემბერი – 2.7320;
20 სექტემბერი – 2.7467;
21 სექტემბერი – 2.7655;
22 სექტემბერი – 2.7982.

ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზე უკვე გამყარდა, 0.0163 ლარით 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, 23 სექტემბრიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 2.7819 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული