სამშაბათი, ივნისი 17, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეროვნულ ბანკზე პოლიტიკური ზეწოლა და მსგავსი განცხადებები არის...

“ეროვნულ ბანკზე პოლიტიკური ზეწოლა და მსგავსი განცხადებები არის არა თუ უპასუხისმგებლობა, არამედ დანაშაულებრივი, ვინაიდან რისკის ქვეშ აყენებს ქვეყნის სტაბილურობას” – რომან გოცირიძე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე

აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძესთან მიმართებაში ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, მისთვის ანგარიშების გაყინვასთან დაკავშირებით, რასაც ,,ქართული ოცნების” ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მწვავე განცხადებით გამოეხმაურა პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და უდანათაულობის პრეზუმოციაზე გააკეთა აქცენტი. თემასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ,,ევროოპტიმისტების” წევრმა, რომან გოცირიძემ:

,,ეროვნულ ბანკს რომ არ მიეღო ეს გადაწყვეტილება, საქართველოს საბანკო სისტემის კოლაფსი მოხდებოდა. არცერთი საერთაშორისო, დასავლეთის ბანკი საქართველოს ბანკებთან ურთიერთობას არ იქონიებდა, შეწყდებოდა ანგარიშსწორება.

1 მილიონი ჩვენი მოქალაქე უცხოეთიდან ვერ გადმორიცხავდა საქართველოში ფულს. კომერციული ბანკები დადგებოდა გაკოტრების პირას და ბუნებრივია, რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა კატასტროფული შედეგის მომტანი ქართული ბიზნესისათვის.

ამიტომ ეროვნულ ბანკზე პოლიტიკური ზეწოლა და მსგავსი განცხადებები არის არა თუ უპასუხისმგებლობა, არამედ დანაშაულებრივი, ვინაიდან რისკის ქვეშ აყენებს ქვეყნის სტაბილურობას და არამხოლოდ ეკონომიკურ სტაბილურობას“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

P.S. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, შეცვალა გადაწყვეტილება და ოთარ ფარცხალაძეს აღუდგინა საკუთარ ანგარიშებთან წვდომა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მხოლოდ ორგანიზებული ფართო სამოქალაქო ფრონტი ჩამოშლის ამ სისტემას” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს ქვეყანაში...

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...

“ეს ობერ-ქოც-ხროვა არ იყო რომ გაჰკიოდა, სანქციები ჩვენი ჯილდოაო?🧐” – დავით ქაცარავა

სანქციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის დამოკიდებულებას ირონიანარევი პოზიცია-მინიშნებებით აფასებს “ანტისაოკუპაციო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო” – რომან გოცირიძე

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმასთან...