კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე - "ქოცები" არიან რუსები - აი,...

გიორგი ვაშაძე – “ქოცები” არიან რუსები – აი, ეს არის სუს-ის განცხადების შინაარსი

“გამარჯვების პლატფორმის” ერთ-ერთი ლიდერი, “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ქვეყანაში არეულობა იგეგმება, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მიზნით:

საზოგადოება რუსული ჯაშუშური ქსელის გამოვლენას ელის. აშშ-ს მიერ სანქცირებულია ფარცხალაძე რუსული ჯაშუშური სქემის გატარებისთვის. სუს-ი ამ ფონზე ამ სისულელეს და აბსურდს ავრცელებს, რისი ერთადერთი მიზანი არის ის, რომ ვისაუბროთ ყველაფერზე, გარდა იმისა, რომ საქართველოში რუსული ჯაშუშური ქსელი მოქმედებს.

ეს ყველაფერი ხდება იქიდან გამომდინარე, რომ დღეს სუს-ი სწორედ ფარცხალაძისა და რუსეთის დაკვეთას ასრულებს.

ამ ადამიანებს უნდათ წარმოგვიდგინონ, რომ გია ლორთქიფანიძე, რომელიც უკრაინელების მხარდამხარ, რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის, ყოფილა საქართველოს მტერი და ფარცხალაძე ყოფილა საქართველოს მეგობარი.

დღეს, როცა ყველა სამუშაო უნდა იყოს რუსული ჯაშუშური ქსელის გამოვლენაზე, ფარცხალაძესთან დაკავშირებული ყველა პირის თანამდებობიდან ჩამოშორებაზე, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე, რომ საქართველო სრულუფლებიანი წევრი გახდეს, ამ დროის ისევ და ისევ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს ებრძვიან, ჩვენ გვებრძვიან.

ქართველ ხალხს გვებრძვიან, აბსურდს იგონებენ, ზღაპრებს თხზავენ იმისთვის, რომ საქართველო თავიდან ბოლომდე დაუქვემდებარონ რუსეთს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სალომე ზურაბიშვილზე ისრების გადატანა უსამართლო მგონია” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში მწვავე შეფასებას აკეთებს ოპოზიური...

“რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ არ გვჭირდება სადღეგრძელოები” – ანა წითლიძე

საპროტესტო აქციაზე საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას...

“ივანიშვილი საბოლოოდ კლავს ქართულ განათლებას, ანგრევს იმ სისტემებს რომელიც მე დიდი რუდუნებით ავაშენე” –...

განათლებისა და მეცნიერების სფეროში შექმნილ სიტუაციაზე საუბრობს და მძიმე...

“შეცდომებს თუ არ ვაღიარებთ და გავიაზრებთ, ერთ წრეზე ვივლით” – გია ჯაფარიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გია ჯაფარიძე პოლიტიკურ პროცესში კონკრეტულ შეთავაზებებს იხსენებს: "შეცდომებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...