ხუთშაბათი, ივნისი 20, 2024

პაატა მანჯგალაძე – “ქართული ოცნება” იქცა კორუფციის, ჯაშუშობისა და ღალატის სინონიმად და ქართველი ხალხი მათზე აუცილებლად გაიმარჯვებს

პაატა მანჯგალაძე მწვავე პოლიტიკური შეფასებებით ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესების ფაქტს, ასევე, “ქართული ოცნების” ლიდერებთან დაკავშირებით მედიაში გასულ რეპორტაჟებს:

“ქართული ოცნება“ იქცა კორუფციის, ჯაშუშობისა და ღალატის სინონიმად და ქართველი ხალხი მათზე აუცილებლად გაიმარჯვებს.

რასაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვხედავთ, ვგულისხმობ „ქართული ოცნების“ პრემიერ მინისტრისგან და თბილისის მერისგან, მედიის მიერ გავრცელებული კორუფციის პირდაპირ მტკიცებულებებს, ძალაუფლების პირადი სარგებლის მიღებისთვის გამოყენების ფაქტებს. ეს მიუთითებს გამოძალვაზე, ნეპოტიზმზე, ზეგავლენით ვაჭრობაზე, მიუთითებს მათ გაუმაძღრობაზე, სიხარბეზე, პოლიტიკური გახრწნილობის მაღალ ხარისხზე.

სწორედ ამის გამოხატულებაა ასევე ფარცხალაძეც, ქონებასა და საშოვარს დახარბებული ადამიანი როგორ გადაიქცა ჯაშუშად, რომელიც მზად არის გაყიდოს საკუთარი ხალხი, საკუთარი ქვეყანა პირადი სარგებლის მიღების მიზნით.

ასეთი მაღალი მტკიცებულებების ფონზე ხელისუფლებაში ვიღაცას ჰყოფნის თავხედობა და ცდილობს არა მხოლოდ კორუფცია, არამედ ჯაშუშობაც გაამართლოს. ეს მიუთითებს, რომ არსებობს მთელი ჯაჭვი, კორუცფიულ-ჯაშუშური ქსელის მთელი სისტემა, რომელიც მზად არის, პირადი სარგებლის მიღების მიზნით გაყიდოს საკუთარი ქვეყანა, საკუთარი ხალხი.

მე არ მესმის ასეთი პირდაპირი მტკიცებულებების შემდეგ არსებობდეს თუნდაც ერთი არგუმენტი, რის შემდეგაც „ქართული ოცნება“ უნდა დარჩეს ხელისუფლებაში. „ქართული ოცნება“ იქცა კორუფციის, ჯაშუშობისა და ღალატის სინონიმად და ქართველი ხალხი მათზე აუცილებლად გაიმარჯვებს.

ჩვენ მოგვიწევს გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის! ჩვენ მოგვიწევს გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოს ევროპული მომავლისთვის! ჩვენ მოგვიწევს გადამწყვეტი ბრძოლა გამარჯვებისთვის! მთავარია გვჯეროდეს, რომ ჩვენ ეს გამოგვივა, რომ საქართველო ეკუთვნის არა ოლიგარქებს და ჯაშუშებს, არამედ ქართველ ხალხს! არცერთი ხმა კორუმპირებულ, ჯაშუშურ „ქართულ ოცნებას“! – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული