ხუთშაბათი, მაისი 16, 2024

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 16-18 სექტემბრის პერიოდისთვის

15 სექტემბერს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 16 სექტემბრიდან 3 დღის განმავლობაში.

გასული კვირა ლარის კურსის არასტაბილურობით გამოირჩეოდა ცალკეულ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში და იყო გაუფასურების ტენდენციაც, საგრძნობიც კი, რაც აშშ დოლართან მიმართებაშიც გამოიკვეთა. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

12 სექტემბერი – 2.6234;
13 სექტემბერი – 2.6238;
14 სექტემბერი – 2.6282;
15 სექტემბერი – 2.6362.

ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზე უკვე გამყარდა 0.0029 ლარით და 1 აშშ დოლარი 16 სექტემბრიდან 3 დღის განმავლობაში ეღირება 2.6333 ლარი.

სექტემბერი ევროსთან მიმართებაში ლარის გამყარებით დაიწყო, თუმცა ბოლო კვირაში არასტაბილურობა და რყევები დაფიქსირდა, გაუფასურების ნიშნებით. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

12 სექტემბერი – 2.8157;
13 სექტემბერი – 2.8109;
14 სექტემბერი – 2.8211;
15 სექტემბერი – 2.8305.

ევროსთან მიმართებაში ლარი ბოლო ვაჭრობაზე ეფექტურად გამყარდა, 0.0229 ლარით და 16 სექტემბრიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.8076 ლარი.

გასულ კვირაში ლარის ერთგვარი რყევები დაფიქსირდა პრაქტიკულად ყველა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე აბსოლუტურ უმრავლეს უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში ლარი გამყარდა, ზოგთან მიმართებაში, საგრძნობლადაც კი. კერძოდ, დაფიქსირდა კონკრეტული კურსი, შესაბამისი სხვაობით წინა ვაჭრობისას დადგენილ კურსთან მიმართებაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.2695 ლარი (გამყარდა 0.0192 ლარით)
1 თურქული ლირა – 0.0976 ლარი (გამყარდა 0.0002 ლარით)
10 უკრაინული გრივნა – 0.7130 (გამყარდა 0.0008 ლარით)
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5479 ლარი (გამყარდა 0.0055 ლარით)
1000 სომხური დრამი – 6.8185 ლარი (გამყარდა 0.0194 ლარით)
1 შვეიცარიული ფრანკი – 2.9396 ლარი (გამყარდა 0.0128 ლარით)
10 ჩინური იუანი – 3.6182 ლარი (გამყარდა 0.0040 ლარით)
100 ინდური რუპია – 3.1658 ლარი (გამყარდა 0.0088 ლარით)
10 ისრაელის შეკელი – 6.9148 ლარი (გაუფასურდა 0.0228 ლარით)
100 იაპონური იენი – 1.7802 ლარი (გამყარდა 0.0007 ლარით)

სექტემბრის დასაწყისში ლარის კურსის დინამიური გამყარების ტენდენცია დაფიქსირდა რუსულ რუბლთან მიმართებაში, რასაც გაუფასურება მოჰყვა, თუმცა ბოლო კვირაში ისევ გამოიკვეთა სტაბულური კურსი გამყარების ნიშნებით. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

12 სექტემბერი – 2.7240;
13 სექტემბერი – 2.7690;
14 სექტემბერი – 2.7462;
15 სექტემბერი – 2.7430.

ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0109 ლარით 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, 16 სექტემბრიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 2.7321 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული