ორშაბათი, ივნისი 30, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეს მეორე შახტის დასახლება დახმარებას...

ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეს მეორე შახტის დასახლება დახმარებას ითხოვს

შექმნილი მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების გამო, საკითხის გასაშუქებლად სააგენტო ,,პარალელს” მომართა ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეს მეორე შახტის მაცხოვრებელმა, ზაზა მერაბიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში მათი პრობლემების გასაცნობად ადგილზე იმყოფებოდა საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი და ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღინიშნა, რომ “ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ამ ადამიანთა საცხოვრებელი პირობები. მათ სახლებში არ აქვთ წყალი, არ აქვთ სველი წერტილები, არ აქვთ ბუნებრივი აირი. ამას ემატება ისიც, რომ შენობები, რომლებშიც ისინი ცხოვრობენ ნგრევის პირას არის და ოჯახები, მცირეწლოვანი ბავშვებითა და ხანდაზმულებით, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხელყოფის მუდმივი საფრთხის წინაშე დგანან. დასახლებას არ აქვს გზა და შესაბამისად, არც საზოგადოებრივი ტრანსპორტით არის უზრუნველყოფილი. ეს ადამიანები სრულიად მიტოვებული და გარიყულნი არიან”.

ქალაქ ვალეს მეორე შახტის დასახლებაში არსებული შენობები ავარიულ მდგომარეობაშია, რაც აუცილებელ და გადაუდებელ რესტავრაცია/რეკონსტრუქციას საჭიროებს. ასევე, როგორც მაცხოვრებელი აღნიშნავს, სასიცოცხლოდ აუცილებელი რესურსები, როგორიცაა გზა, წყალგაყვანილობა, გაზი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ა.შ. აღნიშნული დასახლებისთვის არ არის ხელმისაწვდომი.

25 აგვისტოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განცხადებაში აღნიშნა, რომ ,,ამგვარი სავალალო მდგომარეობა სწრაფ რეაგირებასა და პრობლემების დროულად გადაწყვეტას მოითხოვს”.

ერთ-ერთი ავარიული სახლის ფოტოები

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სოლიდარობა არის ის მთავარი ღერძი რის გარშემოც უნდა აიგოს ჩვენი ბრძოლა და რასაც უნდა...

კონკრეტულ ფაქტებზე მიანიშნებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და...

“ბიძინამ შექმნა “ამოღების ბიურო” და აბსოლუტური უფლებამოსილება გადასცა ქუჩის კრიმინალებს” – ლევან ხაბეიშვილი

“ბიძინამ შექმნა "ამოღების ბიურო" და აბსოლუტური უფლებამოსილება გადასცა ქუჩის...

“იმედია უბრალოდ ბრმად არ მჯეროდა თქვენი და ნამდვილები იყავით” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ემოციური პოზიცია-განმარტებებით მიმართავს საზოგადოებას და საპროტესტო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნათია მეზვრიშვილის პოზიცია მაინტერესებს, ივანიშვილს ბორკილების დადებას რომ უანონსებდა, სად გაქრა?!” – ელისო კილაძე

"გახარია საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას მიერ პარტიის ყრილობაზე გაკეთებულ...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...