პარლამენტმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები აირჩია

14

„ყველა ის კანდიდატი, ვისაც მხარი დაუჭირა პარლამენტმა, არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ და გადაწყვეტილება ძალაში შედის მიღებისთანავე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.   

პარლამენტმა მხარი დაუჭირა 14 მოსამართლეს, აქედან, 12 ახალი მოსამართლეა, ხოლო 2 – დღეს მოქმედი მოსამართლეები არიან:

● მერაბ გაბინაშვილი – 86 ხმა ერთის წინააღმდეგ;
● მირანდა ერემაძე – 83 ხმა ერთის წინააღმდეგ;
● მამუკა ვასაძე – 88 ხმა არცერთის წინააღმდეგ;
● მაია ვაჩაძე – 90 ხმა არცერთის წინააღმდეგ;
● თამარ ზამბახიძე – 89 ხმა არცერთისწინააღმდეგ;
● შალვა თადუმაძე 89 ხმა ერთის წინააღმდეგ;
● ვლადიმერ კაკაბაძე – 86 ხმა ერთის წინააღმდეგ;
● ლევან მიქაბერიძე – 89 ხმა ერთის წინააღმდეგ;
● გიორგი მიქაუტაძე – 85 ხმა ერთის წინააღმდეგ;
● ნუგზარ სხირტლაძე – 90 ხმა არცერთის წინააღმდეგ;
● ლალი ფაფიაშვილი – 88 ხმა არცერთის წინააღმდეგ;
● ნინო ქადაგიძე – 85 ხმა ერთის წინააღმდეგ;
● ქეთევან ცინცაძე – 85 ხმა ერთის წინააღმდეგ;
● ალექსანდრე წულაძე – 87 ხმა ერთის წინააღმდეგ.

კენჭისყრის შემდეგ, ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. არჩილ თალაკვაძემ უზენაესი სასამართლოს ახალარჩეულ მოსამართლეებს საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი თანამდებობა მიულოცა და ხალხის და ქვეყნის საკეთილდღეოდ წარმატებული საქმიანობა  უსურვა.

კენჭი არ ეყარა  უზენაესი სასამართლოს მოსამართლების ერთ-ერთ კანდიდატს, ზაზა თავაძეს, რომელმაც უარი განაცხადა მოსამართლის თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობაზე.

კომენტარები