ორშაბათი, ივნისი 30, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიბათუმში მცხოვრებ 100 ოჯახს, თანამედროვე საცხოვრებელ კომპლექსში, ბინები...

ბათუმში მცხოვრებ 100 ოჯახს, თანამედროვე საცხოვრებელ კომპლექსში, ბინები გადაეცა

,,ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამის ფარგლებში ბათუმში მცხოვრებ 100 ოჯახს, თანამედროვე საცხოვრებელ კომპლექსში ბინები სრული რემონტით გადაეცათ.

მოსახლეობისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად დაესწრო და საზოგადოეებას სიტყვით მიმართა:

,,100 ოჯახის ყოველდღიური ცხოვრება შეიცვალა.

დღე, ას ოჯახს ბათუმში, თანამედროვე საცხოვრებელ კომპლექსში, ბინები გადაეცა.

ეს არის ის, რისთვისაც ჩვენი გუნდი ყოველდღიურად მუშაობს, ეს არის ის მიზანი, რომელიც გვაძლევს ძალას, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ თითოეული ჩვენი თანაქალაქელისთვის. ბოლო წლების განმავლობაში ერთად შევძელით არაერთი მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა და კარგად გვაქვს გააზრებული, რომ ეს არ არის საკმარისი.

ბათუმის მიმართ ინტერესი ყოველდღიურად იზრდება. ქალაქი შეიცვალა, განვითარდა, ყველა უბანში მიმდინარეობს მასშტაბური მშენებლობები. ეს ტენდენცია უნდა შევინარჩუნოთ, კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ. ჩვენი მთავარი ორიენტირი, მთავარი ღირებულება არის თითოეული თქვენგანი, თქვენი ოჯახები და რა თქმა უნდა მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ღირსეულად იცხოვროთ ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქალაქში”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

,,ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამის პირველ ეტაპზე, ბინები 2021 წელს 80 ოჯახს გადაეცა. პროგრამის მეორე ეტაპზე საცხოვრებელი კომპლექსი ბათუმში, ჯავახიშვილის ქ. #82-ში აშენდა. დასახლება 100 ოჯახზეა გათვლილი.

ასევე, აჭარის მთავრობა ბათუმის მერიასთან ერთად აქტიურად მუშაობს პროგრამაზე „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“, რომლის ფარგლებშიც 3000-ზე მეტი ოჯახი შეძლებს უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას. პროგრამის ფარგლებში, ბათუმში არსებული ყველა ავარიული შენობა ეტაპობრივად თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსით ჩანაცვლდება.

ბინების გადაცემის ღონისძიებას აჭარის მთავრობის, ბათუმის მერიის და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ბოლო სერიაში ესენი მაინც ყველა შემთხვევაში გარბიან. ნებისმიერი სცენარით” – ნინო ჯანგირაშვილი მმართველ გუნდზე

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის პოლიტ-სცენარი: "ბოლო სერიაში ესენი...

“გავაგრძელებთ მუშაობას სამი წევრის ფორმატში პირების გამოკითხვასთან დაკავშირებით” – თეა წულუკიანი

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ერთგვარი შემაჯამებელი განმარტებები გააკეთა...

თბილისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 7 ივლისს დაიწყება

თბილისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 7...

“დღევანდელი ოპოზიცია ლამის ყოველდღიურად განიცდის მორალურ დამარცხებებს” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციის მარცხზე საუბრობს: "რა არის ყველაზე მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნათია მეზვრიშვილის პოზიცია მაინტერესებს, ივანიშვილს ბორკილების დადებას რომ უანონსებდა, სად გაქრა?!” – ელისო კილაძე

"გახარია საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას მიერ პარტიის ყრილობაზე გაკეთებულ...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...