spot_img
მთავარისხვადასხვა"როგორც ჩანს, ძალიან სერიოზულად მფარველობს ღარიბაშვილს რუსეთი" -...

“როგორც ჩანს, ძალიან სერიოზულად მფარველობს ღარიბაშვილს რუსეთი” – სალომე სამადაშვილი

საქართველოს პარლამენტის წევრი, პარტია ,,ლელოს” პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი ჟურნალისტებთან პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი პრემიერის იმპიჩმენტის პროცედურა იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი მიმდინარეობს:

,,ქართული ოცნება” თვითონ უნდა აყენებდეს კორუმპირებულ პრემიერ-მინისტრს, მაგრამ როგორც ჩანს, ძალიან სერიოზულად მფარველობს ღარიბაშვილს რუსეთი. იმიტომ, რომ ის ასრულებს იმ დავალებებს, რასაც იღებს რუსეთიდან და ამიტომ არის ხელშეუხებელი.

სხვა ახსნა ღარიბაშვილის დატოვებას პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ჩვენს ქვეყანაში, დღევანდელ ვითარებაში, არ აქვს.

როდესაც ევროკავშირის მთავარი მოთხოვნა არის კორუფციასთან ბრძოლა, როდესაც ევროკავშირი შენ ცალსახად გეუბნება, რომ ,,შენი ხელისუფლება მოთხოვნებს არ ასრულებს“, სწორედ ოპოზიციის ვალდებულებაა, ამ ვითარებაში, დემონსტრაცია გაუკეთოს იმას, რომ ჩვენ ძალიან სერიოზულად ვებრძვით კორუფციას და ამისთვის არის მნიშვნელოვანი იმპიჩმენტის პროცედურა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სინოდს მიმართვა გავუგზავნე პატრიარქის კანონიზაციის პროცესის დაწყების თხოვნით” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდს...

“ეგ არის “კარმუშკისთვის” ბრძოლა და ეგ “კარმუშკებიც” დაგეხურებათ საბედნიეროდ ადრე თუ გვიან” – თამარ...

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...