ოთხშაბათი, ივლისი 2, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერება"კორუფცია, უპასუხისმგებლო და გულგრილი დამოკიდებულება სასკოლო განათლების მიმართ...

“კორუფცია, უპასუხისმგებლო და გულგრილი დამოკიდებულება სასკოლო განათლების მიმართ “ქართულ ოცნებას” ტრადიციად ექცა” – ნანა ტოხვაძე

ბატონო მინისტრო, კეთილი ინებეთ და გამობრძანდით კაბინეტიდან! ნაძალადევის რაიონში როგორ მოახერხეთ, რომ ერთდროულად 5 სკოლა დაანგრიეთ და ბოლო 3-4 წელია ქვა ქვაზე არ დადებულა“ – ასე ეხმაურება პოლიტიკური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტსაბჭოს წევრი, ნანა ტოხვაძე სასკოლო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით არსებულ მძიმე ვითარებას.

როგორც ტოხვაძე აღნიშნავს, უკვე წლებია, რაც „ქართული ოცნება“ სასკოლო განათლების მიმართ გულგრილ დამოკიდებულებას იჩენს. თბილისის სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რამდენიმე წელია დაპაუზებულია, რაც მოსწავლეებსა და მშობლებს უდიდეს დისკომფორტს უქმნის.

მისივე თქმით, ხელისუფლების წევრებს აღნიშნული ვითარება პრობლემას არ უქმნის, რადგან მათი შვილები ძვირადღირებულ კერძო სკოლებში იღებენ განათლებას

კორუფცია, უპასუხისმგებლო და გულგრილი დამოკიდებულება სასკოლო განათლების მიმართ „ქართულ ოცნებას“ ტრადიციად ექცა. გასაგებია, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნებს თქვენი შვილები ძვირადღირებულ კერძო სკოლებში დაგყავთ და მსგავსი პრობლემები პირადად არ გაწუხებთ, მაგრამ, როცა სხვისი შვილების განათლებაზე პასუხისმგებლობა გაკისრიათ და თაობები ასე გაწირეთ, როგორ გყოფნით თავხედობა, რომ მშობლელბს მიმართოთ, გაგებით მოეკიდონ თქვენს უპასუხისმგებლობას?!

ბატონო მინისტრო, ვერ მოვეკიდებით გაგებით წლობით დაკეტილ და ნაგავსაყრელად ქცეულ სკოლის ტერიტორიებს! თქვენ საერთოდ ვერ ხედავთ ვერც მოსწავლეების, ვერც ოჯახების და ვერც მშობლების საჭიროებებს, თუმცა ძალიან კარგად ხედავთ საკუთარი პოლიტიკური გუნდის და გარემოცვის ბიზნეს ინტერესებს, მოგებულ მრავალმილიონიან ტენდერებსა და ჯიბის გასქელებას მომავალი თაობის გაუნათლებლობისთვის გაწირვის ხარჯზე.

ქვეყნის მასშტაბით 200-ზე მეტი სკოლა გვაქვს, საიდანაც ბავშვები სხვადასხვა სკოლებშია გადანაწილებული! თბილისის საჯარო სკოლების გაჭიანურებული და ხშირად 4-5 წლით გადადებული სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 21 ათასზე მეტ მოსწავლეს დაარბენინებენ ტრანსპორტით სამ და 4 ცვლაში 30 წუთიან გაკვეთილებზე დასასწრებად. რა დააშავეს ამ ბავშვებმა? ან იმ მშობლებმა, რომლებსაც რამდენიმე შვილი ჰყავთ სასკოლო ასაკის და ყველა სხვადასხვა ცვლაში უნდა ატარონ?! ხომ ყველაფერს აქვს საზღვარი?!

ბატონო მინისტრო, კეთილი ინებეთ და გამობრძანდით კაბინეტიდან! ჩაისეირნეთ უზნაძის ქუჩაზე და გაერკვიეთ ჩუღურეთის #23-ე 1300-ზე მეტ ბავშვიანი სკოლა გასულ წელს რომ დააცლევინეთ, რა ვადებში უნდა მოწესრიგდეს, დღემდე რატომ არ არის დაწყებული არანაირი სამუშაოები? ნაძალადევის რაიონში როგორ მოახერხეთ, რომ ერთდროულად 5 სკოლა დაანგრიეთ და ბოლო 3-4 წელია ქვა ქვაზე არ დადებულა. თუ თავად არ იცით, მე მოგაწვდით დედაქალაქის ათეულობით გამოკეტილი და დანგრეული სკოლის მისამართს, რომ ადგილზე მიბრძანდეთ, გაერკვეთ ვითარებაში და პასუხი აღირსოთ წლობით მომლოდინე ბავშვებს და მშობლებს”, – აცხადებს ნანა ტოხვაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ნამდვილი პროფესიონალი მწყემსია რა, ცხვრების ფარაში…” – გია ხუხაშვილი

მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებს ალეგორიული შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი გია...

მიხეილ ყაველაშვილმა ანზორ ჩუბინიძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა

მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა...

“პოლიტიკურ ბრძოლაში ვართ და ყველა ჟესტი, სიტყვა თუ ქმედება ამ ბრძოლის ნაწილად აღიქმება” –...

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

“თუ ამათ ჯანდაბაში არ გავაპანღურებთ, მალე რუსეთსა და პუტინზე ტაშის დაკვრას მოგვთხოვენ” – კობა...

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მძიმე შეფასებებით და კონკრეტული პოზიციით ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“ეს ობერ-ქოც-ხროვა არ იყო რომ გაჰკიოდა, სანქციები ჩვენი ჯილდოაო?🧐” – დავით ქაცარავა

სანქციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის დამოკიდებულებას ირონიანარევი პოზიცია-მინიშნებებით აფასებს “ანტისაოკუპაციო...

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“პარლამენტში არ შევალთ, – არალეგიტიმურიაო. რუსთავის ციხე ხომ არის ლეგიტიმური?!😉” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, ბონდო მძინარაშვილის ირონიული...

“ღარიბაშვილი ვერსად წაუვა 5 ივლისზე დანაშაულებრივ პასუხისმგებლობას…” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...