ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

დამთავრდეს კლანური მმართველობა და სასამართლო იყოს დამოუკიდებელი – ეკა ბესელია

ტვ “პირველის” ეთერში, ნინო ჟიჟილაშვილის გადაცემა პოლიტმეტრში, უვადოდ დასანიშნ მოსამართლეებთან დაკავშირებით მძიმე შეფასებები გააკეთა და კატეგორიული პოზიცია დააფიქსირა პარლამენტარმა ეკა ბესელიამ:

ჩემი პროფესია დავტოვე და პოლიტიკაში იძულებით წავედი, რომ უკეთესობისკენ შემეცვალა პროცესები ქვეყანაში და დღეს მმართველი პარტიის ხელისუფლებაში მოსვლიდან მე-8 წელს, საქმე მაქვს ისევ იმ მოსამართლეთა სიასთან, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დროს ძალადობრივ სისტემას ბეჭედს ურტყამდნენ და უსამართლობას აკანონებდნენ.

მე ადამიანური თვალსაზრისით, როგორც პოლიტიკოსმა და როგორც ქალმა ეს ყველაფერი იმიტომ გამოვიარე, მეგონა ღირდა ამად და შევძლებდი ამ პროცესების შეჩერებას ერთადერთი მიზნით, რომ დამთავრდეს კლანური მმართველობა და სასამართლო იყოს დამოუკიდებელი, ვინაიდან ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის გადარჩენის გზა გადის მართლმსაჯულებაზე“, განაცხადა – ეკა ბესელია

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული