ორშაბათი, ივნისი 30, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბები"აჭარა ის ფარული განძია, რომელიც უნდა აღმოაჩინო" -...

“აჭარა ის ფარული განძია, რომელიც უნდა აღმოაჩინო” – “ევრონიუსი” ბათუმის, აჭარის შესახებ

აღმოაჩინე აჭარა: იუნესკოს მიერ დაცული ბუნება, უნიკალური ქართული სტუმართმოყვარეობა, არქიტექტურა – “აჭარა ის ფარული განძია, რომელიც უნდა აღმოაჩინო“, – ამ სიტყვებით იწყებს „ევრონიუსი” ბათუმის, აჭარის შესახებ მომზადებულ ვრცელ რეპორტაჟს. ევრონიუსის გადაცემა „Explore”-ის მილიონობით მაყურებელი ბათუმის მრავალფეროვან ტურისტულ შესაძლებლობებს, ქალაქის ძველ და თანამედროვე სახეს, ეკოტურისტულ მიმართულებებს, ქართულ გასტრონომიას, ფოლკლორს და ღვინის დაყენების 8,000 წლოვან ტრადიციას გაეცნო.

ევრონიუსის მაყურებელმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან საინვესტიციო გარემოს, ტურისტული, ეკონომიკური შესაძლებლობების და განვითარების შესახებ მიიღო ინფორმაცია.

ევრონიუსის ობიექტივში მოხვდა აჭარის ტყეები და ნაკრძალები. წამყვანი აჭარის უნიკალობას უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ რეგიონის 60%-ს მოიცავს ტყე. უნიკალურია მტირალას ეროვნული პარკი, ის ერთ-ერთია ოთხ დაცულ ეროვნულ პარკთაგან აჭარაში, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის ნაწილია.

ჩვენ ვეზიარეთ და ვნახეთ აჭარის მდიდარი კულტურა, ლეგენდარული სტუმართმასპინძლობა, ვეწვიეთ საქართველოს მეორე დიდ ქალაქს, ბათუმს, რომელიც ანტიკური ისტორიისა და თანამედროვე არქიტექტურის მიქსია. აღმოვაჩინეთ რეგიონის თვალწარმტაცი ბუნება, რომელიც ქალაქს ირგვლივ აქვს შემორტმული.

რეგიონის პოპულარიზაციისა და უცხოელი ტურისტების მოზიდვის მიზნით აქტიურად მიმდინარეობს უცხოელი ჟურნალისტებისა და ტურისტული სააგენტოების ვიზიტი აჭარაში. მიმდინარე წელს, აჭარას უკვე სტუმრობდა სერბი, კორეელი, არაბი, უზბეკი, ყაზახი, პოლონელი, ებრაელი, გერმანელი, სომეხი და თურქი ჟურნალისტები. 2022 წელს, ბათუმი 500-მდე ჟურნალისტს, ბლოგერსა და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელს მასპინძლობდა.

წელს, ევრონიუსზე აჭარის ორთვიანი საიმიჯო კამპანია მიმდინარეობდა. საერთაშორისო ტელეკომპანიის ეთერში რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლებს მილიონობით მაყურებელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაეცნო. „ევრონიუსს” მსოფლიოს მასშტაბით 400 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს, 160 ქვეყანაში 17 ენაზე მაუწყებლობს.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

უზბეკი ტუროპერატორები აჭარას სტუმრობენ

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს უზბეკი ტუროპერატორები ეცნობიან. ისინი რეგიონს აჭარის...

“გამომყევი აჭარაში” კამპანიაში ჩასართველად რეგისტრაცია მიმდინარეობს

შიდა ტურიზმის სტიმულირების სარეკლამო კამპანია „გამომყევი აჭარაში“ ჩასართველად რეგისტრაცია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“საქართველო ივანიშვილის გარეშე! – აი ეს არის გამოსავალი და გზა რეალური არჩევნებისკენ!” – ლევან...

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი კონკრეტულ...

“ნუ ჩქარობთ, ნუ გიყვართ ადამიანის გაწირვა და ხაზის გადასმა, როცა არც კი იცნობთ მას...

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის მიერ გირაოს გადახდის გამო...