ორშაბათი, ივლისი 7, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარილარის კურსილარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-11 სექტემბრის...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-11 სექტემბრის პერიოდისთვის

8 სექტემბერს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 9 სექტემბრიდან 3 დღის განმავლობაში.

აგვისტო, ლარის კურსი არასტაბილურობითა და ცვალებადობით გამოირჩეოდა, იყო სტაბილურობის ნიშნებიც, თუმცა ცალკეულ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში ერთგვარი რყევები ბოლო კვირაშიც გაგრძელდა.

აშშ დოლართან მიმართებაში სახეზე იყო მეტ-ნაკლები სტაბილურობა. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

5 სექტემბერი – 2.6248;
6 სექტემბერი – 2.6279;
7 სექტემბერი – 2.6268;
8 სექტემბერი – 2.6251.

ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზე უცვლელი დარჩა, 1 აშშ დოლარი 9 სექტემბრიდან 3 დღის განმავლობაში ესევ ეღირება 2.6251 ლარი.

აგვისტოში არასტაბილურობა და რყევები დაფიქსირდა ევროსთან მიმართებაში, ბოლო კვირაში კი სახეზე იყო გამყარების ტენდენციაც. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

5 სექტემბერი – 2.8356;
6 სექტემბერი – 2.8239;
7 სექტემბერი – 2.8209;
8 სექტემბერი – 2.8112.

ევროსთან მიმართებაში ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0029 ლარით და 9 სექტემბრიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.8083 ლარი.

გასულ კვირაში ლარის ერთგვარი რყევები დაფიქსირდა პრაქტიკულად ყველა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, ბოლო ვაჭრობაზე კი რიგ ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდა, ზოგთან – გამყარდა ან უცვლელი დარჩა. კერძოდ, დაფიქსირდა კონკრეტული კურსი, შესაბამისი სხვაობით წინა ვაჭრობისას დადგენილ კურსთან მიმართებაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.2738 ლარი (გაუფასურდა 0.0032 ლარით)
1 თურქული ლირა – 0.0978 ლარი (უცვლელი დარჩა)
10 უკრაინული გრივნა – 0.7108 (უცვლელი დარჩა)
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5442 ლარი (უცვლელი დარჩა)
1000 სომხური დრამი – 6.8008 ლარი (გამყარდა 0.0035 ლარით)
1 შვეიცარიული ფრანკი – 2.9429 ლარი (გამყარდა 0.0016 ლარით)
10 ჩინური იუანი – 3.5767 ლარი (გამყარდა 0.0055 ლარით)
100 ინდური რუპია – 3.1649 ლარი (გაუფასურდა 0.0102 ლარით)
10 ისრაელის შეკელი – 6.8229 ლარი (გაუფასურდა 0.0032 ლარით)
100 იაპონური იენი – 1.7813 ლარი (გაუფასურდა 0.0007 ლარით)

აგვისტოს დასაწყისში ლარის კურსის დინამიური გამყარების ტენდენცია დაფიქსირდა რუსულ რუბლთან მიმართებაში, რასაც გაუფასურება მოჰყვა და შემდგომ უკვე დასტაბილურდა და ისევ გამყარება დაიწყო. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

5 სექტემბერი – 2.7146;
6 სექტემბერი – 2.6956;
7 სექტემბერი – 2.6813;
8 სექტემბერი – 2.6684.

2-კვირიანი გამყარების შემდეგ ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზე გაუფასურდა, 0.0149 ლარით 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, 9 სექტემბრიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 2.6833 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 5-7 ივლისის პერიოდისთვის

4 ივლისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“პირდაპირ ვაცხადებ, რომ ეს იქნება ივანიშვილის ხელისუფლების ლეგიტიმაციის და სწორედ ეს უნდათ მათაც” –...

სოციალური კვლევის და ანალიზიც ინსტიტუტმა ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა ამ...