კვირა, ივლისი 6, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვა"ჩვენ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ იმ პირობით, თუ საქართველოს...

“ჩვენ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ იმ პირობით, თუ საქართველოს ხელისუფლებამ წლის ბოლომდე მორიგი ,,რუსული კანონის” მაგვარი სურპრიზი არ შესთავაზა ქვეყანას” – თინა ხიდაშელი

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა თბილისში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის შემდეგ, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარემ, თინა ხიდაშელმა:

,,ჩემი აზრით, ევროკომისიას გადაწყვეტილება მიღებული აქვს უკვე რამდენიმე თვეა, ვინაიდან ყველა შეხვედრაზე, რომელსაც ვმართავთ და მარტო დღეს არა, იგივე – ბრიუსელში, ჩვენ მოვდივართ ოპტიმისტური გზავნილით, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ იმ პირობით, თუ საქართველოს ხელისუფლებამ აქედან და წლის ბოლომდე მორიგი ,,რუსული კანონის” მაგვარი სურპრიზი არ შესთავაზა ქვეყანას.

სხვა შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ ევროკომისიას გადაწყვეტილება მიღებული აქვს. აქ საუბარი იმაზე არ არის, ჩემი აზრით, უკვე სტატუსს მოგვცემენ თუ არა, არამედ იმაზე – პირობები რა უნდა იყოს“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...