spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიქართული ჯარი არის ძლიერი და ჩვენ გვყავს გმირი...

ქართული ჯარი არის ძლიერი და ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები, ეს მინდა ვუთხრა პრეზიდენტს – ირაკლი ღარიბაშვილი

თავდაცვის მინისტრი გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სკანდალურ განცხადებას და მას კატეგორიულად მიუღებელი უწოდა. ირაკლი ღარიბაშვილის აზრით ქართული ჯარი არის ძლიერი და ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები:

გუშინ გავეცანით ჩვენ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც არის აბსოლიტურად და კატეგორიულად მიუღებელი, ასე ვიტყოდი. ქართული ჯარი არის ძლიერი და ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები, – ეს მინდა ვუთხრა საქართველოს პრეზიდენტს. რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელია საქართველოს მთავარსარდლის მხრიდან მსგავსი შინაარსის განცხადების გაკეთება.

მე არ ვიცი, რას გულისხმობდა საქართველოს პრეზიდენტი, ალბათ საჭიროებს მეტ კონკრეტიკას და ახსნა-განმარტებას, მისი განცხადება. მაგრამ, ჩემი მხრიდან, როგორც თავდაცვის მინისტრის მხრიდან, მინდა შემდეგი განვაცხადო, რომ ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები, დიდება ჩვენ სამხედროებს და მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ ქართული ჯარი კიდევ უფრო გაძლიერდეს,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღეს, თავდაცვის მინისტრი, ასევე ესაუბრა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში განთავსებულ ბაგრამის საავიაციო ბაზას, სადაც ტერორისტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად მსუბუქად დაშავდა ქართული კონტინგენტის სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფის 5 სამხედრო მოსამსახურე.

მე-12 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების, კაპრალების – გოჩა მურადაშვილის, სოსო კვინიკაძის და რომან გიუნაშვილის, რიგითი ილია თაყაძის და უფროსი სერჟანტის დავით ბახურაულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა. მსუბუქი დაზიანებების მიუხედავად, ისინი აგრძელებენ ტერორისტების წმენდისა და სალიკვიდაციო ოპერაციაში მონაწილეობას კოალიციურ ძალებთან ერთად.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბატონო კახა კალაძე, ოდესმე თუ გაგისინჯავთ უფასო სასადილოს საჭმელი?” – თეონა ჭალიძე

მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისთვის უფასო სასადილოებით მომსახურების სფეროში...

“არ იქნება ნორმალური ჟურნალისტიკა, არ იქნება ნორმალური და განვითარებული საზოგადოებაც!” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის კონკრეტული პოზიცია-შეფასებები და პრეტენზიები ცალკეულ მედიასაშუალებებსა...

“ეს იყო საარჩევნო კამპანიისთვის მიზანმიმართული ხელის შეშლა, რომელიც წახალისებული იყო ქვეყნის გარედან” – კახა...

„რატომ უნდა გამიხარდეს ელენე ხოშტარიას დაკავება? ჩვენ ზრდასრული ადამიანები...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სინოდს მიმართვა გავუგზავნე პატრიარქის კანონიზაციის პროცესის დაწყების თხოვნით” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდს...

“ეგ არის “კარმუშკისთვის” ბრძოლა და ეგ “კარმუშკებიც” დაგეხურებათ საბედნიეროდ ადრე თუ გვიან” – თამარ...

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...