შაბათი, აპრილი 27, 2024

ქართული ჯარი არის ძლიერი და ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები, ეს მინდა ვუთხრა პრეზიდენტს – ირაკლი ღარიბაშვილი

თავდაცვის მინისტრი გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სკანდალურ განცხადებას და მას კატეგორიულად მიუღებელი უწოდა. ირაკლი ღარიბაშვილის აზრით ქართული ჯარი არის ძლიერი და ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები:

გუშინ გავეცანით ჩვენ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც არის აბსოლიტურად და კატეგორიულად მიუღებელი, ასე ვიტყოდი. ქართული ჯარი არის ძლიერი და ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები, – ეს მინდა ვუთხრა საქართველოს პრეზიდენტს. რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელია საქართველოს მთავარსარდლის მხრიდან მსგავსი შინაარსის განცხადების გაკეთება.

მე არ ვიცი, რას გულისხმობდა საქართველოს პრეზიდენტი, ალბათ საჭიროებს მეტ კონკრეტიკას და ახსნა-განმარტებას, მისი განცხადება. მაგრამ, ჩემი მხრიდან, როგორც თავდაცვის მინისტრის მხრიდან, მინდა შემდეგი განვაცხადო, რომ ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები, დიდება ჩვენ სამხედროებს და მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ ქართული ჯარი კიდევ უფრო გაძლიერდეს,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღეს, თავდაცვის მინისტრი, ასევე ესაუბრა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში განთავსებულ ბაგრამის საავიაციო ბაზას, სადაც ტერორისტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად მსუბუქად დაშავდა ქართული კონტინგენტის სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფის 5 სამხედრო მოსამსახურე.

მე-12 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების, კაპრალების – გოჩა მურადაშვილის, სოსო კვინიკაძის და რომან გიუნაშვილის, რიგითი ილია თაყაძის და უფროსი სერჟანტის დავით ბახურაულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა. მსუბუქი დაზიანებების მიუხედავად, ისინი აგრძელებენ ტერორისტების წმენდისა და სალიკვიდაციო ოპერაციაში მონაწილეობას კოალიციურ ძალებთან ერთად.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული