spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს არის მცდელობა რევოლუციისთვის მოამზადონ ნიადაგი, შემდეგ ამ...

“ეს არის მცდელობა რევოლუციისთვის მოამზადონ ნიადაგი, შემდეგ ამ ტალღაზე მოსულმა ხელისუფლებამ მეორე ფრონტი გახსნას, რასაც უკრაინაში ელოდებიან. ვერ ეღირსებით!” – ირაკლი ზარქუა

პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ზარქუა მწვავე შეფასებას აკეთებს თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენციის ,,პუტინიზმის დამარცხება” ფონზე და მწავედ აკრიტიკებს დასავლელ პარტიორებს:

,,ისინი არ არიან საქართველოს მეგობრები, არამედ ნაწილი რადიკალები ჩვენი ოპოზიციიდან – ხელმოცარულები, დანარჩენები კიდევ, დიდი უმრავლესობა, არიან ფასიანი ლობისტები.

კონფერენციებს ატარებენ, რისთვის? – იმიტომ, რომ საქართველოს ინტერესები შელახონ. ეს არის მცდელობა, რევოლუციისთვის მოამზადონ ნიადაგი, შემდეგ უკვე – ამ ტალღაზე მოსულმა ხელისუფლებამ, მეორე ფრონტი გახსნას, რასაც უკრაინაში ელოდებიან. ვერ ეღირსებით! გამორიცხულია! არ გაგიტარებთ!“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა, აღნიშნული კონფერენცია, აშშ-ს 43-ე პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის წერილით გახსნა, სადაც ერთ-ერთი ნაწილი საქართველოს მე-3 პრეზიდენტს დაეთმო და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა დემოკრატიაზე თავდასხმად იყო შეფასებული, რასაც ასევე მწვავე შეფასება მისცა ირაკლი ზარქუამ:

,,შეიკრიბებით, ფურშეტი, ერთმანეთს შეაქებთ და ვინ? კრამერი, თუ რა გვარია ის კაცი, რომელიც ამერიკიდან გამოაგდეს. იმიტომ, რომ ხელმოცარულია. აქ ვამხილეთ, რომ ჩვეულებრივი ,,ნაციონალური მოძრაობის” ფასიანი ლობისტი იყო.

დარღვევებისთვის, თქვენ, საკუთარ პრეზიდენტს ასამართლებთ, ბატონო ბუშო! იქნებ მოიკითხოთ ეს თემა. ე.ი. იქ, თქვენთან შესაძლებელია, ხოლო აქ, დემოკრატიაზე თავდასხმაა?!“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ლოყააწითლებულებს ახლა სხვა რამეს აუწითლებენ, ვატყობ” – ნიკა გვარამია

გავრცელებული ინფორმაციით, აჭარის პოლიციის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც...

“მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 5 პირი: სამეწარმეო სუბიექტისა და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანიების ოთხი დირექტორი...

დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტებთან დაკავშირებით...

“ჩვენ გვიყვარს ცხოველები, არ გვიყვარს მათზე გამდიდრებული უნამუსოები!!” – ლალი მოროშკინა

მიუსაფარ ძაღლებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში თავის პოზიციას, მძიმე მინიშნებით,...

“ეგ არის “კარმუშკისთვის” ბრძოლა და ეგ “კარმუშკებიც” დაგეხურებათ საბედნიეროდ ადრე თუ გვიან” – თამარ...

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი მძიმე შეფასებებს აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სინოდს მიმართვა გავუგზავნე პატრიარქის კანონიზაციის პროცესის დაწყების თხოვნით” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდს...

“ეგ არის “კარმუშკისთვის” ბრძოლა და ეგ “კარმუშკებიც” დაგეხურებათ საბედნიეროდ ადრე თუ გვიან” – თამარ...

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...