კვირა, მაისი 19, 2024

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 2-4 სექტემბრის პერიოდისთვის

1 სექტემბერს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 2 სექტემბრიდან 3 დღის განმავლობაში.

აგვისტო, ლარის კურსი არასტაბილურობითა და ცვალებადობით გამოირჩეოდა, იყო სტაბილურობის ნიშნებიც, თუმცა ცალკეულ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში ერთგვარი რყევები ბოლო კვირაშიც გაგრძელდა.

აშშ დოლართან მიმართებაში სახეზე იყო მეტ-ნაკლები სტაბილურობა. კერძოდ, წინა 3 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

30 აგვისტო – 2.6268;
31 აგვისტო – 2.6292;
1 სექტემბერი – 2.6293.

ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზე გამყარდა, 0.0041 ლარით და 1 აშშ დოლარი 2 სექტემბრიდან 3 დღის განმავლობაში ეღირება 2.6252 ლარი.

არასტაბილურობა და რყევები დაფიქსირდა ევროსთან მიმართებაში. კერძოდ, წინა 3 ვაჭრობის შედეგად ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

30 აგვისტო – 2.8398;
31 აგვისტო – 2.8621;
1 სექტემბერი – 2.8596.

ევროსთან მიმართებაში ლარი ბოლო ვაჭრობაზე მნიშვნელოვნად გამყარდა, 0.0118 ლარით და 2 სექტემბრიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.8478 ლარი.

გასულ კვირაში ერთგვარი რყევები დაფიქსირდა პრაქტიკულად ყველა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, თუმცა ბოლო ვაჭრობაზე უმრავლესთან მიმართებაში მოხდა გამყარება. კერძოდ, დაფიქსირდა კონკრეტული კურსი, შესაბამისი სხვაობით წინა ვაჭრობისას დადგენილ კურსთან მიმართებაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.3282 ლარი (გამყარდა 0.0076 ლარით)
1 თურქული ლირა – 0.0982 ლარი (გამყარდა 0.0003 ლარით)
10 უკრაინული გრივნა – 0.7108 (გამყარდა 0.0011 ლარით)
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5467 ლარი (გამყარდა 0.00024 ლარით)
1000 სომხური დრამი – 6.7993 ლარი (გამყარდა 0.0088 ლარით)
1 შვეიცარიული ფრანკი – 2.9757 ლარი (გამყარდა 0.0084 ლარით)
10 ჩინური იუანი – 3.6181 ლარი (გაუფასურდა 0.0102 ლარით)
100 ინდური რუპია – 3.1736 ლარი (გამყარდა 0.0025 ლარით)
10 ისრაელის შეკელი – 6.9181 ლარი (გამყარდა 0.0013 ლარით)
100 იაპონური იენი – 1.8049 ლარი (გაუფასურდა 0.0028 ლარით)

აგვისტოს დასაწყისში ლარის კურსის დინამიური გამყარების ტენდენცია დაფიქსირდა რუსულ რუბლთან მიმართებაში, რასაც გაუფასურება მოჰყვა და შემდგომ უკვე დასტაბილურდა. კერძოდ, წინა 3 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

30 აგვისტო – 2.7405;
31 აგვისტო – 2.7387;
1 სექტემბერი – 2.7247.

ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0072 ლარით 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, 2 სექტემბრიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 2.7175 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული